|
2016-10-06 16:42:10, 1845 ნახვა
სპორტი
ქუმსიშვილი: აეროპორტი რაჭის განვითარებისთვის ახალ შესაძლებლობებს შექმნის
ამბროლაურში აეროპორტის ახალი ასაფრენ-დასაფრენი ზოლი გაიხსნა. ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ინფორმაციით, საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი და პირველი ვიცე-პრემიერი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი დიმიტრი ქუმსიშვილი იმ საჰაერო ხომალდის მგზავრები იყვნენ, რომელიც ახლად გახსნილ ასაფრენ ბილიკზე პირველად დაეშვა. მათივე ცნობით, 1,100-მეტრიან ასაფრენ-დასაფრენ ზოლს, რომლის სიგანე 30 მეტრია, შეზღუდვის გარეშე L 410 (19-ადგილიანი) ტიპის საჰაერო ხომალდების მიღება შეეძლება. დიმიტრი ქუმსიშვილის განცხადებით, აეროპორტის ამოქმედება მნიშვნელოვანია რაჭის განვითარებისთვის, განსაკუთრებით, ადგილობრივი ტურისტული სექტორისთვის. „ამბროლაურში აეროპორტის აშენების ინიციატივა საქართველოს პრემიერმინისტრს ეკუთვნოდა და დღეს ეს ინიციატივა უკვე ხორცშესხმულია“, - განაცხადა დიმიტრი ქუმსიშვილმა. მისი თქმით, დაახლოებით ერთი თვის წინ, პირველ სექტემბერს აღნიშნული ინფრასტრუქტურული ობიექტის მშენებლობის დაწყების საკითხი საქართველოს მთავრობის სხდომაზე იყო განხილული, დღეს კი ამბროლაურში ექსპლუატაციაშია შესული ასაფრენ-დასაფრენი ზოლი. დიმიტრი ქუმსიშვილის განცხადებით, აეროპორტი შექმნის ახალ შესაძლებლობებს რაჭის მოსახლეობისთვის. ქუმსიშვილის თქმით, ამბროლაურში ასაფრენ-დასაფრენი ზოლის ასაშენებლად ინტენსიური სამუშაოები მიმდინარეობდა. დიმიტრი ქუმსიშვილმა მადლობა გადაუხადა ყველა იმ ორგანიზაციას, რომლებიც ჩართულნი იყვნენ მშენებლობის პროცესში, მათ შორისაა კომპანია „ბლექსი გრუპი“ და „საქართველოს აეროპორტების გაერთიანება“. პროექტის უპრეცენდენტო მოკლე ვადებში განხორციელების მიზნით, მხოლოდ ასაფრენ-დასაფრენი ზოლისა და სააეროდრომო ინფრასტრუქტურის მშენებლობისთვის შპს “კომპანია ბლექ სი გრუპის” მიერ ადგილზე მობილიზებული იყო 60 ერთეულამდე სპეცავტოტექნიკა, ასევე დასაქმდა 125 ადამიანამდე, საიდანაც 75 ადამიანი ადგილობრივი მოსახლეიყო.
პროექტის საინვესტიციო ღირებულება 10 000 000 ლარზე მეტს შეადგენს. მიმდინარე წლის ბოლოსდასრულდება ამბროლაურის აეროპორტის ტერმინალის მშენებლობა, რომელიც გათვლილია 50 მგზავრზე. (NS)
კობახიძე: დღეს საქართველო არის დამოუკიდებელი და სუვერენული, როგორც არასდროს
ყაველაშვილი: კარგად უნდა გავაცნობიეროთ, დამოუკიდებლობა არაა სამუდამოდ ბოძებული მოცემულობა
შიო III: თავისუფლება მხოლოდ პოლიტიკურ მონაპოვრად და წარსულის მემკვიდრეობად არ უნდა ვაქციოთ
დიუშენის მქონე ბავშვების მშობლები დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებენ
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)