20:13 - 28 May, 2026
|
2016-10-04 11:28:10, 1417 ნახვა
ეკონომიკა
აღმაშენებლის N138-ში მდებარე უძრავი ქონება 9 840 250 ლარად გაიყიდა
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ 9 840 250 ლარად თბილისში, დავით აღმაშენებლის გამზირზე N138-ში მდებარე უძრავი ქონება შპს ,,სი ი ეფ სი“–ს გადასცა. ეკონომიკის სამინისტროს ინფორმაციით, კომპანია აღნიშნულ უძრავ ქონებაზე ევრაზიული ქვეყნების საინვესტიციო და თანამშრომლობის სათაო ოფისის მოწყობას გეგმავს. „ასევე, შეიქმნება ჩინურ-ქართული კულტურის ცენტრი. აღნიშნული მიმართულებით კომპანია 3 500 000 ლარის ინვესტიციის განხორციელებას აპირებს. ახალ ცენტრში დასაქმდება 50 ადამიანი. ამასთან, შპს ,,სი ი ეფ სი“ უზრუნველყოფს შენობის ისტორიული და კულტურული იერსახის შენარჩუნებას“, - ნათქვამია სამინისტროს განცხადებაში.
(NS)
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)