20:22 - 28 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-09-29 12:07:15, 1381 ნახვა

ეკონომიკა
დიმიტრი ქუმსიშვილი: ანაკლიის პორტის მშენებლობასთან დაკავშირებული საუკუნის პროექტი იწყება

მთავრობამ ანაკლიის განვითარების კონსორციუმსა და საქართველოს მთავრობას შორის გასაფორმებელი საინვესტიციო ხელშეკრულება მოიწონა.

 ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა  ჟურნალისტებს განუცხადა.

მისივე თქმით, აღნიშნული ხელშეკრულება 9 ფაზისგან შედგება :

„ჩვენ უახლოეს დღეებში გვექნება ძალიან დიდი პრეზენტაცია, სადაც ძალიან დეტალურად გაგაცნობთ ხელშეკრულებას. დღეს  მინდა საქართველოს მოსახლეობას მივულოცო - იწყება საუკუნის პროექტი. ეს არის პროექტი, რომელმაც, როგორც პრემიერმა ბრძანა, მთლიანად უნდა შეცვალოს გეოპოლიტიკა, მთლიანად უნდა შეცვალოს ლანდშაფტი ჩვენს რეგიონში და უნდა მოგვცეს შესაძლებლობა, ჩვენი სატრანზიტო პოტენციალი გავაათმაგოთ“,-აღნიშნა დიმიტრი ქუმსიშვილმა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ევროკავშირმა Temu 200 მილიონი ევროთი დააჯარიმა
კობახიძე: ზვიად ხარაზიშვილს ეკუთვნოდა ღირსების ორდენი, დაგვიცვა გადატრიალების მცდელობისგან
კობახიძე: დახვეწილი ხელწერაა, როცა ხელისუფლებას აქვს ჯანსაღი რეაქცია სამართალდარღვევაზე
ევროკავშირი უკრაინას თითქმის 2.8 მილიარდ ევროს გამოუყოფს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics