|
2016-09-29 10:59:33, 4875 ნახვა
კულტურა
თბილისში იზმირის ორკესტრის კონცერტები გაიმართება
საქართველოს დამოუკიდებლობისა და თურქეთ-საქართველოს ურთიერთობების აღდგენის 25-ე წლისთავთან დაკავშირებით, საქართველოში თურქეთის რესპუბლიკის საელჩოსა და თბილისის მერიის თანამშრომლობის შედეგად, 2016 წლის 18-20 ოქტომბერს, თბილისში, ორ კონცერტს იზმირის სახელმწიფო სიმფონიური ორკესტრი გამართავს. კონცერტს უდირიჟორებს ცნობილი ქართველი მაესტრო ვახტანგ მაჭავარიანი, ხოლო სოლისტი იქნება ასევე ცნობილი ქართველი პიანისტი ალექსანდრე თორაძე. საღამოებს თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის და თბილისის ფილარმონიის დიდ საკონცერტო დარბაზები უმასპინძლებს. იზმირის სახელმწიფო სიმფონიური ორკესტრის კონცერტთან დაკავშირებით 2016 წლის 29 სექტემბერს, ხუთშაბათს, 17.00 სთ-ზე, თურქეთის რესპუბლიკის საელჩოში (ჭავჭავაძის პრ. #35) გაიმართება პრესკონფერენცია, რომელსაც დაესწრებიან: თურქეთის რესპუბლიკის ელჩი მისი აღმატებულება ზექი ლევენთ გუმრუქჩუ, თბილისის მერი დავით ნარმანია და მაესტრო ვახტანგ მაჭავარიანი. იზმირის სახელმწიფო სიმფონიური ორკესტრი პირველი უცხოური სიმფონიური ორკესტრია, რომელიც კონცერტებს გამართავს თბილისში, დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიის განმავლობაში, 1991 წლიდან მოყოლებული.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)