19:42 - 28 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-09-26 18:27:55, 1406 ნახვა

ეკონომიკა
პრემიერ-მინისტრის და ევროკავშირის ელჩის მონაწილეობით, მრგვალი მაგიდა გაიმართება

მცირე და საშუალო ბიზნესების განვითარებისა და ევროკავშირის ბაზარზე მათი კონკურენტუნარიანობის გაუმჯობესების მიზნით, ევროკავშირის მიერ დაფინანსებული  ასოცირების ხელშეკრულების განხორციელების ხელშემწყობი პროექტის მიხედვით, იგეგმება მრგვალი მაგიდის შეხვედრების ციკლი, რომელშიც მონაწილეობას მიიღებენ ბიზნესასოციაციების წარმომადგენლები, საერთაშორისო დონორი ორგანიზაციები, ევროკავშირის დელეგაცია და საქართველოს მთავრობის წევრები.

ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახური ავრცელებს.

მათივე ცნობით, მრგვალი მაგიდის ფორმატის პირველი შეხვედრა  27 სექტემბერს, 10:00 საათზე, მთავრობის ადმინისტრაციაში გაიმართება.

შეხვედრაზე განხილული იქნება ეროვნულ დონეზე, ევროკავშირთან ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის კონტექსტში, მცირე და საშუალო ბიზნესების საჭიროებებისა და მხარდაჭერის საკითხები.

შეხვედრას მისასალმებელი სიტყვით გახსნიან  საქართველოს პრემიერ–მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი და საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის ხელმძღვანელი იანოშ ჰერმანი.

მრგვალი მაგიდის ფორმატის შეხვედრების მიზანია–  კერძო სექტორთან საჯარო დიალოგის ხელშეწყობა, რათა უზრუნველყოფილ იქნას მისი მაქსიმალური ჩართულობა  ევროკავშირთან ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის ფარგლებში მიმდინარე და დაგეგმილი რეფორმების პროცესში.

 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
კობახიძე: ზვიად ხარაზიშვილს ეკუთვნოდა ღირსების ორდენი, დაგვიცვა გადატრიალების მცდელობისგან
კობახიძე: დახვეწილი ხელწერაა, როცა ხელისუფლებას აქვს ჯანსაღი რეაქცია სამართალდარღვევაზე
ევროკავშირი უკრაინას თითქმის 2.8 მილიარდ ევროს გამოუყოფს
შს მინისტრის მოადგილე გორში პოლიციელების მხრიდან მოქალაქის ცემას სამწუხარო ფაქტს უწოდებს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics