03:58 - 27 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-03-13 15:48:29, 702 ნახვა

სამართალი
პროკურატურამ მესტიაში მომხდარ მკვლელობის ფაქტზე ერთი პირი დააკავა

მესტიაში მომხდარი გიორგი რატიანის მკვლელობის ფაქტზე სამეგრელო-ზემო სვანეთის საოლქო პროკურატურამ საქართველოს შსს - საქვეუწყებო დაწესებულების სასაზღვრო პოლიციის სახმელეთო დეპარტამენტის მე-9 სამმართველოს ოპერატიული მორიგე კახა მარგიანი დააკავა.

პროკურატურის ინფორმაციით,  13 მარტს,  კახა მარგიანის საცხოვრებელ სახლში სტუმრად იმყოფებოდნენ გიორგი რატიანი და ზაზა ჯაფარიძე. კ. მარგიანს სტუმრებთან   შელაპარაკება მოუვიდა, რაც მალევე ჩხუბში გადაიზარდა. ჩხუბის შემდეგ კ. მარგიანი, გ. რატიანი და ზ. ჯაფარიძე ერთმანეთს დაშორდნენ. რამოდენიმე წუთში კახა მარგიანი შეიარაღდა ცეცხლსასროლი იარაღით და თამარ მეფის ქუჩაზე ფეხით მიმავალი გიორგი  რატიანის და ზაზა ჯაფარიძის მიმართულებით მოახდინა რამოდენიმე გასროლა, რის შედეგადაც გიორგი რატიანი მიყენებული ჭრილობებით  ადგილზე გარდაიცვალა, ხოლო ზაზა ჯაფარიძე დაიჭრა ზურგის არეში.  მომხდარი ფაქტის შემდეგ კახა მარგიანი შემთხვევის ადგილიდან შეეცადა მიიმალვას, თუმცა იგი  ბრალდებულის სახით დააკავეს. ბრალდებული ჩადენილ დანაშაულს აღიარებს.

მათივე ცნობითმ ამჟამად საქმეზე  გამოძიება საქართველოს სსკ-ის 19,109-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით გრძელდება, რაც სასჯელის სახედ და ზომად თავისუფლების აღკვეთას 16 წლიდან 20 წლამდე ვადით ითვალისწინებს.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ნატო რუსეთის საზღვრებთან 60 000 ჯარისკაცამდე გააძლიერებს თავის ყოფნას
ოპოზიციურმა ალიანსმა პატიმრების ოჯახებისთვის თანხების შეგროვების კამპანიის დაწყების შესახებ განაცხადა.
გვარამიამ საქართველოში ახალი საპროტესტო აქციები და „ახალი რეალური არჩევნები“ დააანონსა
ზელენსკი: უკრაინა მზადაა საქართველოსთან ორმხრივად სასარგებლო ურთიერთობებისთვის
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics