19:35 - 28 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-09-22 15:16:10, 1213 ნახვა

ეკონომიკა
ქუმსიშვილი: ინოვაციური მიდგომები ჩვენს ქვეყანაში დამატებით ღირებულებას ქმნის

პირველი ვიცე-პრემიერი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი დიმიტრი ქუმსიშვილი ფორუმს "არასტანდარტული და ინოვაციური მიმართულელები მარკეტინგსა და შეფუთვაში" დაესწრო. 

 დიმიტრი ქუმსიშვილმა ფორუმის მონაწილეებს სიტყვით მიმართა და მარკეტინგის სფეროში ინოვაციების მნიშვნელობაზე ისაუბრა.

„პალიტრა მედიის,“ „კოლორპაკის“, hp-ისა და „მარკეტერის“ ორგანიზებით თბილისში ტარდება მარკეტინგის ფორუმი, რომელიც ეძღვნება ინოვაციურ და არასტანდარტულ მიდგომებს. ეს ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან ჩვენ ყველამ კარგად ვიცით, რომ მხოლოდ ინოვაციური მიდგომები ქმნის დამატებით ღირებულებას ჩვენს ქვეყანაში. მარკეტინგი არის სწორედაც ის მიმართულება, რომელიც ამოძრავებს ბაზარს და ადამიანებს ანდომებს, ფული დახარჯონ სწორედ იმ პროდუქტში, რომელიც სჭირდებათ. მე მინდა წარმატება ვუსურვო დღევანდელ ფორუმს,  ძალიან საინტერესო სპიკერები ყავთ ჩამოყვანილი ისრაელიდან, ასევე საფრანგეთიდან, ძალიან საინტერესო გამოცდილების გაზიარება მოხდება და დარწმუნებული ვარ, რომ ამ ღონისძიების ბოლოს ჩვენი მარკეტერები, ის ადამიანები, ვინც მარკეტინგის სფეროში საქმიანობენ, გაცილებით მეტ ცოდნას შეიძენენ“ - განაცხადა დიმიტრი ქუმსიშვილმა.

ფორუმის ერთ-ერთი ორგანიზატორი, სტამბა „კოლორპაკი“ „აწარმოე საქართველოში“ სახელმწიფო პროგრამის ბენეფიციარია. 

ეკონომიკის სამინისტროს მეწარმეობის განვითარების სააგენტოს ხელშეწყობით კომპანიამ შესაფუთი და სარეკლამო მასალების წარმოება დაიწყო და ამ სფეროში მნიშვნელოვან შედეგებს მიაღწია.  

პროგრამის ფარგლებში სტამბის შესაქმნელად  აღებული სესხის პროცენტი „კოლორპაკს“  მეწარმეობის განვითარების სააგენტომ დაუფინანსა. 

(NS) 

 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
კობახიძე: ზვიად ხარაზიშვილს ეკუთვნოდა ღირსების ორდენი, დაგვიცვა გადატრიალების მცდელობისგან
კობახიძე: დახვეწილი ხელწერაა, როცა ხელისუფლებას აქვს ჯანსაღი რეაქცია სამართალდარღვევაზე
ევროკავშირი უკრაინას თითქმის 2.8 მილიარდ ევროს გამოუყოფს
შს მინისტრის მოადგილე გორში პოლიციელების მხრიდან მოქალაქის ცემას სამწუხარო ფაქტს უწოდებს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics