02:35 - 27 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-09-19 13:13:55, 1085 ნახვა

კომენტარი
ომბუდსმენი: ეთნიკური უმცირესობების მონაწილეობა საზოგადოებრივ-პოლიტიკურ ცხოვრებაში შეზღუდულია

„ზოგადად, ეთნიკური უმცირესობების მონაწილეობა საზოგადოებრივ-პოლიტიკურ ცხოვრებაში შეზღუდულია“,-ამის შესახებ სახალხო დამცველმა უჩა ნანუაშვილმა ჟურნალისტებს  დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განუცხადა.

როგორც ნანუაშვილმა აღნიშნა, საზოგადოებაში ეთნიკური უმცირესობების ინტეგრაცია და სახელწმიფო ენის არ ცოდნა სერიოზულ პრობლემას  წარმოადგენს.

„ზოგადად ეთნიკური უმცირესობების მონაწილეობა საზოგადოებრივ-პოლიტიკურ ცხოვრებაში შეზღუდულია. წლებია პრობლემა რჩება და  გამოწვევა კვლავ არსებობს. პრობლემები კვლავ სახეზეა  და ამ მხრივ სერიოზული პროგრესი ჩვენი გადმოსახედიდან  არ ჩანს.  საუბარია იმაზე, რომ მათი მონაწილეობა საზოგადოებრივ-პოლიტიკურ ცხოვრებაში არის საკმაოდ ფრაგმენტული. მათი წარმომადგენლობა უფრო მეტად უნდა იყოს გაზრდილი პარლამენტში, თვითმმართველობის ორგანოებში თუ სხვაგან. ასევე  გამოწვევა უკავშირდება სახელმწიფო ენის არ ცოდნას. ეს საკმაოდ სერიოზულ ბარიერს წარმოშობს. ეთნიკური უმცირესობების ინტეგრაცია არის შეზღუდული, ისინი არ არიან ჩართული ქართულ საინფორმაციო სივრცეში. მათი ინტეგრაცია კვლავ არ მომხდარა ბოლომდე და ეს სერიოზულ პრობლემებს ქმნის“,-განაცხადა ომბუდსმენმა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ნატო რუსეთის საზღვრებთან 60 000 ჯარისკაცამდე გააძლიერებს თავის ყოფნას
ოპოზიციურმა ალიანსმა პატიმრების ოჯახებისთვის თანხების შეგროვების კამპანიის დაწყების შესახებ განაცხადა.
გვარამიამ საქართველოში ახალი საპროტესტო აქციები და „ახალი რეალური არჩევნები“ დააანონსა
ზელენსკი: უკრაინა მზადაა საქართველოსთან ორმხრივად სასარგებლო ურთიერთობებისთვის
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics