22:21 - 26 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-03-12 17:56:04, 926 ნახვა

ეკონომიკა
გიორგი ქადაგიძე: ე.წ. შეთქმულების, კონსპირაციის და ამ თეორიების მოყვარულთათვის განსაკუთრებული არაფერი ხდება

საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის გიორგი ქადაგიძის განცხადებით, წლიურად ლარის კურსი დაახლოებით, 5%-თაა გაუფასურებული. ქადაგიძე მიიჩნევს, რომ აღნიშნული გაუფასურება საკმარისი უნდა იყოს იმისათვის, რომ შემოდინებებსა და გადინებებს შორის წარმოქმნილი სხვაობა გადაფაროს. 

გიორგი ქადაგიძე  საშუალოვადიან პერსპექტივაში ლარის კურსის მეტ რყევებს არ ელოდება და აცხადებს, რომ ე.წ. შეთქმულების მოყვარულთათვის განსაკუთრებული არაფერი ხდება.

"კურსი გაუფასურებულია დაახლოებით 5%-ით წლიურად. ჩენი ვარაუდით და ჩვენი  გათვლებით, აღნიშნული გაუფასურება საკმარისი უნდა იყოს უკვე იმისთვის, რომ გადაფაროს ის სხვაობა,  რომელიც წარმოიქმნა შემოდინებებსა და გადინებებს შორის და საშუალოვადიან პერსპექტივაში, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც ზაფხულის სეზონი და ტურისტული სეზონი შევა პიკში,  არ ველოდებით უფრო მეტ რყევებს. მოკლევადიან პერიოდში მოთხოვნა -მიწოდებაზე ახდენს მოლოდინები მნიშვნელოვან გავლენას და მოლოდინები და მოლოდინების მართვა არის ისეთივე ნაწილი ეკონომიკის მართვის, როგორც ფუნდამენტური პროცესების მართვა. ჩვენი ეკონომიკა არის იმ ზომის,  რომელიც  სხვადასხვა სტატისტიკური მონაცემების გამოქვეყნებაზე რეაგირებს და ყველა სტატისტიკური მონაცემების გამოქვეყნებაზე ბაზარს ექნება რეაგირება. სხვა აქ განსაკუთრებული არც არაფერი ხდება ე.წ. შეთქმულების, კონსპირაციის და ამ თეორიების მოყვარულთათვის",-განაცხადა გიორგი ქადაგიძემ პარლამენტის  დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის და საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტების სხდომაზე.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
თბილისში დიდი საპროტესტო მსვლელობა მიმდინარეობს
სებ: ბრიტანეთის სანქციებში მითითებული სუბიექტები ეროვნული ბანკის მიერ რეგულირებული არ არიან
ბრიტანეთმა 3 საქართველოში რეგისტრირებულ კომპანიას შეზღუდვები დაუწესა
საქართველოს ბანკის გზავნილი ემიგრანტებს დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics