|
2016-09-06 17:40:27, 1171 ნახვა
კომენტარი
ირაკლი სესიაშვილი: დანაშაულის პრევენციის მიზნით, ყველა ადამიანს გვერდით პოლიციელს ვერ დავუყენებთ
„ქართული ოცნების“ წევრი ირაკლი სესიაშვილი ქვეყანაში ბოლოდროინდელ კრიმინალურ ფაქტებს ეხმაურება და აცხადებს, რომ კრიმინალთან ბრძოლა საზოგადოების ჩართულობის გარეშე შეუძლებელია. როგორც სესიაშვილმა „ექსპრესნიუსს“ განუცხადა, აგვისტო-სექტემბერში კრიმინალური ფაქტები მატულობს, მაგრამ სტატისტიკითა და სხვადასხვა რეიტინგებით ჩანს, რომ საქართველო უსაფრთხო ქვეყანაა. „ბოლო პერიოდში ძალიან სამწუხარო ფაქტები მოხდა და ეს ყველას გვაშფოთებს. თუმცა, ეს არ არის საკმარისი არგუმენტი იმისთვის, რომ ჩვენ ქვეყანაში კრიმინოგენური სიტუაციის დამძიმებაზე ვისაუბროთ. სამწუხაროდ, უმეტეს შემთხვევაში საქმე ყოფით საკითხებზე დაპირისპირებასთან გვაქვს. ეს ყველას გვადარდებს, მაგრამ სამწუხაროდ, ყველა ადამიანს პოლიციას ვერ დავუყენებთ გვერდით, რომ დანაშაულის პრევენციაზე ვისაუბროთ. რაც შეეხება სტატისტიკას - ის სხვა შედეგს გვიხატავს, კრიმინოგენური სიტუაცია გაუმჯობესებულია. ყველასთვის ცნობილია, რომ სხვადასხვა რეიტინგებით საქართველო ერთ-ერთ უსაფრთხო ქვეყნადაა მიჩნეული. ბელგიამ სულ რამდენიმე დღის წინ საქართველო უსაფრთხო ქვეყნების რიცხვში შეიყვანა. ასე, რომ თბილისში მომხდარი ბოლო ფაქტებიდან გამომდინარე კრიმინოგენური სიტუაციის მატებაზე ვერ ვილაპარაკებთ. ზოგადად, აგვისტო-სექტემბრის პერიოდში ხშირად ხდება ასეთი სამწუხარო ფაქტები. თუმცა, ეს სიტუაციის გამართლება არ არის. ზოგიერთ შემთხვევაში შეიძლება, სამართალდამცველთა პასუხისგებლობის საკითხი დადგეს - არ ვგულისხმობ ბოლო შემთხვევებში. საზოგადოების მხრიდან კრიტიკაა, როდესაც ზომებს ვამკაცრებთ და ადამიანები ამბობენ, რომ ხალხის უფლებებს ვლახავთ. საწინააღმდეგო შემთხვევაში სამაართალდამცველების უმოქმედობაზე საუბრობენ. უნდა შევეგუოთ, რომ კრიმინალთან ბრძოლა საზოგადოების ჩართულობის გარეშე შეუძლებელია“, - აცხადებს სესიაშვილი.
ნატო რუსეთის საზღვრებთან 60 000 ჯარისკაცამდე გააძლიერებს თავის ყოფნას
ოპოზიციურმა ალიანსმა პატიმრების ოჯახებისთვის თანხების შეგროვების კამპანიის დაწყების შესახებ განაცხადა.
გვარამიამ საქართველოში ახალი საპროტესტო აქციები და „ახალი რეალური არჩევნები“ დააანონსა
ზელენსკი: უკრაინა მზადაა საქართველოსთან ორმხრივად სასარგებლო ურთიერთობებისთვის
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)