17:26 - 28 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-08-25 16:30:31, 1440 ნახვა

სამართალი
სადახლოზე არადეკლარირებული პარფიუმერული ნაწარმი აღმოაჩინეს

საბაჟო გამშვებ პუნქტში ’’სადახლო-საავტომობილო’’, მებაჟე ოფიცრებმა, ეჭვის საფუძველზე, სომხეთიდან  შემოსული საქართველოს მოქალაქის მართვის ქვეშ არსებული ავტომობილის დათვალიერების შედეგად, ძრავის განყოფილებაში და სავარძლების ქვეშ არადეკლარირებული პარფიუმერული ნაწარმი (28 კგ) აღმოაჩინეს. საქონლის საბაჟო ღირებულებამ 4,709 ლარი შეადგინა.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 289-ე მუხლის მე-10 ნაწილის მიხედვით, მოქალაქეს სანქციის სახით ფულადი ჯარიმა 4,709 ლარის ოდენობით შეეფარდა.

აღნიშნული საქონელი ნიშანდებულია “MARY KAY“-ის სასაქონლო ნიშნით, რომელიც სავარაუდოდ, წარმოებულია შემოსავლების სამსახურის ინტელექტუალური საკუთრების ობიექტების რეესტრში შეტანილი სასაქონლო ნიშნის მფლობელის უფლებების დარღვევით. 

„ინტელექტუალურ საკუთრებასთან დაკავშირებულ სასაზღვრო ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის თანახმად, საბაჟო დეპარტამენტმა საქონლის გაფორმების პროცედურები 10 სამუშაო დღით შეაჩერა. ინფორმაცია საქონლის შეჩერების შესახებ ეცნობა საქონლისა და სასაქონლო ნიშნის მფლობელებს. 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ლავროვი საქართველოსა და მოლდოვიდან რუსული ჯარების გაყვანაზე კალასის განცხადებაზე: იდიოტურ განცხადებებს არ განვიხილავ
კალასი: ევროკავშირის უსაფრთხოების ინტერესებში საქართველოდან რუსული ჯარების გაყვანაც შედის
რუსეთი სომხეთიდან ხილისა და ბოსტნეულის იმპორტს ზღუდავს
ირანის ელჩმა ყაველაშვილს თბილისის მეჩეთის მონახულების გამო მადლობა გადაუხადა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics