17:15 - 28 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-08-25 16:02:26, 1261 ნახვა

სამართალი
სასამართლომ თინა გინტურს 10 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა

გორის რაიონულმა სასამართლომ სრულად გაიზიარა ბრალდების მხარის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და თინა გინტური დამნაშავედ  სცნო განზრახ მკვლელობაში და ქურდობაში  სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით და 177-ე მუხლის პირველი ნაწილით.

"სასამართლო პროცესზე გამოკვლეული მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ 2016 წლის 8 მარტს, ღამის საათებში, თინა გინტური იმყოფებოდა ქ. გორში, მოსკოვის ქუჩაზე მდებარე რომან ბედიანაშვილს საცხოვრებელ ბინაში, სადაც მასსა და რომან ბედიანაშვილს   შელაპარაკება მოუვიდათ, რის გამოც თინა გინტურმა შურისძიების მოტივით რომან ბედიანაშვილის მოკვლა გადაწყვიტა. მან რომან ბედიანაშვილს სასმელში  საძილე აბები ჩაუყარა,  დააძინა ის, სახლში  ბენზინი მოასხა და ცეცხლი წაუკიდა, ხოლო შემდეგ  ქურდობის გზით დაეუფლა რომან ბედიანაშვილის კუთვნილ მობილურ ტელეფონს და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.

რომან ბედიანაშვილი მხუთავი აირით მწვავე მოწამვლის შედეგად გარდაიცვალა.

სამართალდამცველებმა თინა გინტური 2016 წლის 10 მარტს ქ. გორში დააკავეს.  შიდა ქართლისა და მცხეთა-მთიანეთის საოლქო პროკურატურამ მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით (განზრახ მკვლელობა) და 177-ე მუხლის პირველი ნაწილით (ქურდობა) წარუდგინა.

გორის რაიონულმა სასამართლომ თინა გინტური სრულად სცნო დამნაშავედ  წარდგენილ ბრალდებაში და სასჯელის სახედ და ზომად განუსაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 10 წლის ვადით",-ნათქვამია პროკურატურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
რუსეთი სომხეთიდან ხილისა და ბოსტნეულის იმპორტს ზღუდავს
ირანის ელჩმა ყაველაშვილს თბილისის მეჩეთის მონახულების გამო მადლობა გადაუხადა
კალაძე გორში მომხდარ ძალადობაზე: ფაქტი არის ძალიან მძიმე - მნიშვნელოვანია, რომ შესაბამისმა სამსახურებმა რეაგირება მოახდინეს
კალაძე: ოპოზიციაში მიდის ბრძოლა - ვის ერქმევა მთავარი ოპოზიციური პარტია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics