17:16 - 28 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-08-25 11:46:24, 1251 ნახვა

სამართალი
დათა ახალაიასთვის შეფარდებული წინასწარი პატიმრობა სასამართლომ ძალაში დატოვა

თბილისის საქალაქო სასამართლომ დათა ახალაიასთვის შეფარდებული წინასწარი პატიმრობის განჩინება ძალაში დატოვა.

მოსამართლემ მიიჩნია, რომ არ არსებობს სამართლებრივი საფუძველი, რათა მოხდეს 9 ივლისის გადაწყვეტილების შეცვლა და სანდრო გირგვლიანის საქმეზე, ახალაიასთვის შეფარდებული წინასწარი პატიმრობა შეიცვალოს სხვა ტიპის ღონისძიებით.

დღევანდელ პროცესზე დაგეგმილი იყო ბრალდების მხარის მოწმეების დაკითხვა, რომელიც პროკურორ ლაშა ცქვიტარიას განცხადებით, ამ საქმეზე არიან ბრალდებულები. თუმცა დაცვის მხარის გამოუცხადებლობის გამო დაკითხვა გადაიდო.

კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის ყოფილ უფროსს დათა ახალაიას სანდრო გირგვლიანის საქმეზე რამდენიმე მუხლით აქვს ბრალი წარდგენილი, მათ შორის თავისუფლების უკანონო აღკვეთის ორგანიზების და სამსახურეობრივი უფლებამოსილების გადამეტების მუხლებით.

საქმეზე მომდევნო პროცესი 16 სექტემბერს გაიმართება. 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
რუსეთი სომხეთიდან ხილისა და ბოსტნეულის იმპორტს ზღუდავს
ირანის ელჩმა ყაველაშვილს თბილისის მეჩეთის მონახულების გამო მადლობა გადაუხადა
კალაძე გორში მომხდარ ძალადობაზე: ფაქტი არის ძალიან მძიმე - მნიშვნელოვანია, რომ შესაბამისმა სამსახურებმა რეაგირება მოახდინეს
კალაძე: ოპოზიციაში მიდის ბრძოლა - ვის ერქმევა მთავარი ოპოზიციური პარტია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics