18:28 - 28 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-08-24 13:22:16, 1194 ნახვა

ეკონომიკა
მაია მელიქიძე თურქ ბიზნესმენებსა და თურქეთის საელჩოს წარმომადგენლებს შეხვდა

საქართველოს პრეზიდენტის მრჩეველი ეკონომიკურ საკითხებში მაია მელიქიძე თურქეთის ბიზნესსაბჭოს, საქართველოში თურქ ბიზნესმენთა ასოციაციისა დათურქეთის საელჩოს წარმომადგენლებს შეხვდა.

პრეზიდენტის სასახლეში გამართულ შეხვედრაზე მხარეებმა 15 ივლისს, თურქეთში სამხედრო გადატრიალების მცდელობის შემდეგ, თურქეთის ეკონომიკურიმდგომარეობა და თურქეთ-საქართველოს შორის ეკონომიკური ურთიერთობების გაღრმავების საკითხები განიხილეს.

შეხვედრსას თურქულმა მხარემ აღნიშნა, რომ სამხედრო გადატრიალების მცდელობას ქვეყნის ეკონომიკაზე მნიშვნელოვანი გავლენა არ მოუხდენია დამთავრობის აქტიური მცდელობით და ხალხის უპრეცედენტო მხარდაჭერით, მსგავსი შოკის მიმართ ქვეყნის ეკონომიკა რეზისტენტული აღმოჩნდა.

აღინიშნა, რომ ცვლილებები არ შეხებია თურქეთის საგარეო პოლიტიკასაც. ქვეყანა კვლავ განაგრძობს დასავლეთთან აქტიურ პარტნიორულ ურთიერთობას დასაქართველოს მხარდაჭერას ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის მიმართულებით.

თურქეთის მხარემ  მადლიერება გამოთქვა საქართველოს პრეზიდენტის გიორგი მარგველაშვილის მიმართ თურქეთში სამხედრო გადატრიალებისმცდელობისას მის მიერ გამოხატული მყისიერი მხარდაჭერისთვის.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
კობახიძე: ზვიად ხარაზიშვილს ეკუთვნოდა ღირსების ორდენი, დაგვიცვა გადატრიალების მცდელობისგან
კობახიძე: დახვეწილი ხელწერაა, როცა ხელისუფლებას აქვს ჯანსაღი რეაქცია სამართალდარღვევაზე
ევროკავშირი უკრაინას თითქმის 2.8 მილიარდ ევროს გამოუყოფს
შს მინისტრის მოადგილე გორში პოლიციელების მხრიდან მოქალაქის ცემას სამწუხარო ფაქტს უწოდებს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics