03:33 - 27 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-08-23 16:58:09, 907 ნახვა

რეგიონი
გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფელ ტყვიავში სამედიცინო დახმარების კლინიკა შენდება

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდის აღმასრულებელმა დირექტორმა ჯუანშერ ბურჭულაძემ გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფელ ტყვიავში გადაუდებელი სამედიცინო დახმარების კლინიკის სამშენებლო სამუშაოები დაათვალიერა.  

მუნიციპალური განვითარების ფონდმა ტყვიავში გადაუდებელი დახმარების სამედიცინო ცენტრის მშენებლობა 2015 წლის ნოემბერში დაიწყო. ამჟამად კლინიკის ძირითადი და დამხმარე შენობები უკვე აშენებულია.  დასრულებულია შიდა წყალსადენის,  კანალიზაციის, გათბობისა და ელექტრო-სამონტაჟო სამუშაოებიც  და შენობების გადახურვის, შიდა სავენტილაციო სისტემის მონტაჟისა და სხვა სარემონტო სამუშაოები მიმდინარეობს. დაგეგმილია, ასევე, შენობების  შიდა და გარე მოპირკეთების,  ეზოს შემოღობვისა და კეთილმოწყობის სამუშაოები. მშენებლობის დასრულების შემდეგ კლინიკა, ერთდროულად, 15 პაციენტის მიღებას შეძლებს. 

გამყოფ ხაზის მიმდებარედ სამედიცინო ცენტრის არარსებობის გამო, ათობით სოფლის მოსახლეს სასწრაფო სამედიცინო დახმარების მისაღებად გორში ჩასვლა და რამდენიმე ათეული კილომეტრის გავლა უწევდა. პროექტის დასრულების შემდეგ, მოსახლეობას ეს პრობლემა სრულად მოუგვარდება. 

სამშენებლო სამუშაოებზე 38 ადამიანია დასაქმებული. პროექტი სახლემწიფო ბიუჯეტიდან ფინანსდება და მისი ღირებულება 1 629 996 ლარია.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ნატო რუსეთის საზღვრებთან 60 000 ჯარისკაცამდე გააძლიერებს თავის ყოფნას
ოპოზიციურმა ალიანსმა პატიმრების ოჯახებისთვის თანხების შეგროვების კამპანიის დაწყების შესახებ განაცხადა.
გვარამიამ საქართველოში ახალი საპროტესტო აქციები და „ახალი რეალური არჩევნები“ დააანონსა
ზელენსკი: უკრაინა მზადაა საქართველოსთან ორმხრივად სასარგებლო ურთიერთობებისთვის
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics