17:21 - 28 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-08-23 14:04:40, 1210 ნახვა

სამართალი
ადვოკატი: ბექა ბექაური დანაშაულის ჩადენის მოტივად რუსული ბაზების აფეთქების სურვილს ასახელებს

ე.წ ტერაქტის საქმეზე დაკავებულის ბექა ბექაურის ადვოკატის მაია ჭრელაშვილის განაცხადებით, მისი დაცვის ქვეშ მყოფმა დანაშაულის ჩადენის მოტივად რუსული ბაზების აფეთქების სურვილი დაასახელა. 

ჭრელაშვილის თქმით, ჩვენებებთან დაკავშირებით ზეწოლა არ ყოფილა.

“რაც შეეხება დანაშაულის ჩადენის მოტივს, თქვა, რომ მოტივი აქვს რუსულ აგრესორებთან დაკავშირებით, ვერ ვიტან რუსულ აგრესორებსო და მხოლოდ რუსული ბაზების აფეთქება მინდოდაო. როგორც ბექა ამბობს, ჩვენებასთან დაკავშირებით ზეწოლა არ ყოფილა. აცხადებს, რომ ტერორისტული აქტის ორგანიზატორი იყო“, - აღნიშნა ადვოკატმა.

მისივე თქმით, უკრაინის მხრიდან არანაირ 50 ათასი დოლარის შეთავაზებაზე საუბარი არ ყოფილა.

ადვოკატის ინფორმაციით, ბექა ბექაური არის ნაცემი და აცხადებს, რომ ის სპეცრაზმელებმა დაკავების დროს სცემეს.

"დაზიანებები მიიღო ტყეში, როდესაც მისი დაკავება მოხდა.  ის იყო სპეცრაზმელების მიერ ნაცემი. ის, რომ სუს-ის ოპერატიული ჯგუფი და გამომძიებლების მხრიდან ცემის ფაქტს ადგილი არ ჰქონია, ამას როგორც ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი ამბობს“, - აღნიშნა ადვოკატმა. 

შეგახსენებთ, რომ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრდაზვერვის დეპარტამენტმა 2016 წლის 20 აგვისტოს, რამდენიმეთვიანი მუშაობის შედეგად, ტერორისტული აქტის ჯგუფურად მომზადებისათვის და ტერორისტული მიზნით, ცეცხლსასროლი იარაღის, საბრძოლო მასალისა და ფეთქებადი ნივთიერებების მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა, ტარებისა და ამავე დანაშაულის ჩადენაში დახმარების ფაქტზე, საქართველოს ხუთი მოქალაქე: ბექა ბ, ვლადიმერ რ, მინდია ვ, ჯაბა მ. და ნური ჭ. დააკავა.

გამოძიების ინფორმაციით, დასახელებული პირები ამზადებდნენ სოფელ საგურამოს მიმდებარე ტერიტორიაზე, მდინარე არაგვზე გამავალი რუსეთ-სომხეთის დამაკავშირებელი გაზსადენი მილის ღია მონაკვეთის აფეთქებას.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
რუსეთი სომხეთიდან ხილისა და ბოსტნეულის იმპორტს ზღუდავს
ირანის ელჩმა ყაველაშვილს თბილისის მეჩეთის მონახულების გამო მადლობა გადაუხადა
კალაძე გორში მომხდარ ძალადობაზე: ფაქტი არის ძალიან მძიმე - მნიშვნელოვანია, რომ შესაბამისმა სამსახურებმა რეაგირება მოახდინეს
კალაძე: ოპოზიციაში მიდის ბრძოლა - ვის ერქმევა მთავარი ოპოზიციური პარტია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics