08:57 - 28 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-08-22 22:36:48, 1701 ნახვა

მსოფლიო
„უვიზო რეჟიმის საკითხი ძალაში 1-ელი ოქტომბრიდან, მხოლოდ იმ შემთხვევაში შევა, თუ თურქეთი ყველა პირობას შეასრულებს“

„უვიზო რეჟიმის საკითხი ძალაში 1-ელი ოქტომბრიდან, მხოლოდ იმ შემთხვევაში შევა, თუ თურქეთი ყველა პირობას შეასრულებს“ - ამის შესახებ ევროკომისიის პრეზიდენტმა, ჟან კლოდ იუნკერმა განაცხადა.

მან კიდევ ერთხელ განმარტა, რომ თურქეთი ევროკავშირთან უვიზო რეჟიმს 2016 წლის ოქტომბერში მხოლოდ იმ შემთხვევაში მიიღებს, თუ ისინი ევროკავშირის ყველა მოთხოვნას, მათ შორის, ანტიტერორისტული კანონის რეფორმირებასაც შეასრულებს. 

მისი თქმით, თურქეთმა აუცილებლად უნდა შეწყვიტოს ანტიტერორისტული კანონის ოპოზიციური ძალების წინააღმდეგ გამოყენება და ეს მოთხოვნა არა მხოლოდ თურქეთის ხელისუფლებას, არამედ თურქ ხალხსაც ეხება.

"უვიზო რეჟიმის საკითხი, რომელიც ლტოლვილების შესახებ შეთანხმებას უკავშირდება, ძალაში პირველი ოქტომბრიდან მხოლოდ იმ შემთხვევაში შევა, თუ თურქეთი ყველა პირობას შეასრულებს. ანტიტერორისტული კანონი ციხეში მყოფი ინტელექტუალების, მეცნიერებისა და ჟურნალისტების წინააღმდეგ არ შეიძლება გამოიყენებოდეს. ეს არ არის ის, რასაც ჩვენ ტერორიზმთან ბრძოლას ვუწოდებთ", - აღნიშნა იუნკერმა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
Hudson Institute-ის პრეზიდენტი კობახიძეს: თქვენ ქართული ოცნება კი არა, მისი დამანგრეველი ხართ
საპატრიარქო: შიო III სახ.დეპის წარმომადგენლებს შეხვდა, ისაუბრეს ქვეყნებს შორის ურთიერთობაზე
ჟურნალისტები, რომლებმაც პოლიციელების მხრიდან ძალადობა გადაიღეს, გამოკითხვაზე დაიბარეს
პოლიციელების მიერ ნაცემმა პაპუნა ლოცულაშვილმა წინასწარი მოთავსების იზოლატორი დატოვა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics