08:30 - 28 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-08-19 16:33:29, 2168 ნახვა

მსოფლიო
რუსეთი ანექსირებულ ყირიმში სამხედრო წვრთნას მართავს

რუსეთი ანექსირებულ ყირიმში სამხედრო წვრთნას მართავს, - ამის შესახებ ინფორმაციას Interfax ავრცელებს.

მედია საშუალების ინფორმაციით, სწავლება ნახევარკუნძულზე განთავსებული საზღვაო და სახმელეთო ძალების მატერიალურ-ტექნიკურ უზრუნველყოფას ეხება. 

უწყების ცნობით, სამხრეთის სამხედრო ოლქში, რომელშიც რუსეთმა ყირიმიც შეიყვანა, წვრთნაში 2500 სამხედრო და 350 ერთეული ტექნიკა მონაწილეობს.

უკრაინის თავდაცვის სამინისტროს სადაზვერვო სამმართველოში კი აცხადებენ, რომ რუსეთი ყირიმში უახლესი შეიარაღების რაოდენობას ზრდის, რომ ნახევარკუნძული სამხედრო ბაზად გადააქციოს. უკრაინის პრეზიდენტი ქვეყანაში სამხედრო მდგომარეობის გამოცხადებას არ გამორიცხავს, თუ ვითარება სამხრეთ-აღმოსავლეთში კიდევ უფრო გამწვავდება.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
Hudson Institute-ის პრეზიდენტი კობახიძეს: თქვენ ქართული ოცნება კი არა, მისი დამანგრეველი ხართ
საპატრიარქო: შიო III სახ.დეპის წარმომადგენლებს შეხვდა, ისაუბრეს ქვეყნებს შორის ურთიერთობაზე
ჟურნალისტები, რომლებმაც პოლიციელების მხრიდან ძალადობა გადაიღეს, გამოკითხვაზე დაიბარეს
პოლიციელების მიერ ნაცემმა პაპუნა ლოცულაშვილმა წინასწარი მოთავსების იზოლატორი დატოვა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics