08:30 - 28 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-08-19 12:02:34, 1796 ნახვა

მსოფლიო
მოსკოვის ოლქში პოლიციაზე თავდასხმაზე პასუხისმგებლობა

მოსკოვის ოლქში საგზაო-საპატრულო სამსახურზე თავდასხმაზე პასუხისმგებლობა ექსტრემისტულმა დაჯგუფებამ “ისლამურმა სახელმწიფომ” აიღო, - ამის შესახებ ინფორმაციას დამკვირვებელთა ჯგუფი SITE Inteligence Team ავრცელებს.

როგორც დაჯგუფებასთან დაკავშირებული სააგენტო Amaq-ი წერს, ტერორისტული დაჯგუფება იტყობინება, რომ პოლიციაზე თავდამსხმელები ჩეჩნეთის მკვიდრნი და “ისლამური სახელმწიფოს” “მეომრები” იყვნენ. ისინი სამართალდამცველებს ცულით დაესხნენ თავს და მათი იარაღის წართმევა სცადეს. 

შეგახსენებთ, რომ მოსკოვის ოლქში საგზაო-საპატრულო სამსახურზე თავდასხმა 17 აგვისტოს განხორციელდა. თავდასხმაში 2 ადამიანი მონაწილეობდა. ერთ-ერთი მათგანი ცულით შეიარაღებული იყო, მან პოლიციელი დაჭრა. საპასუხოდ სამართალდამცველებმა ცეცხლი გახსნეს, რის შედეგადაც ორი თავდასხმელი გარდაიცვალა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
Hudson Institute-ის პრეზიდენტი კობახიძეს: თქვენ ქართული ოცნება კი არა, მისი დამანგრეველი ხართ
საპატრიარქო: შიო III სახ.დეპის წარმომადგენლებს შეხვდა, ისაუბრეს ქვეყნებს შორის ურთიერთობაზე
ჟურნალისტები, რომლებმაც პოლიციელების მხრიდან ძალადობა გადაიღეს, გამოკითხვაზე დაიბარეს
პოლიციელების მიერ ნაცემმა პაპუნა ლოცულაშვილმა წინასწარი მოთავსების იზოლატორი დატოვა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics