08:30 - 28 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-08-18 22:02:27, 1803 ნახვა

მსოფლიო
თურქეთში 3 აფეთქების შედეგად დაღუპულთა რიცხვი 12-მდე გაიზარდა

თურქეთში, ბოლო 24 საათის განმავლოაბში სამი აფეთქება მოხდა. აფეთქებებს ჯამში 12-მდე ადამიანი ემსხვერპლა, 200-ზე მეტი კი დაშავდა.

პირველი აფეთქება ვანის პროვინციაში მოხდა მას სულ მცირე 3 ადამიანი ემსხვერპლა, 40 კი დაშავდა. ადგილობრივი მედიის ცნობით, ტერორისტებმა დანაღმული ავტომობილი პოლიციის შენობასთან ააფეთქეს.

მეორე აფეთქება თურქეთის ქალაქ ელაზიგში მოხდა. ტერორისტებმა დანაღმული ავტომობილი ამჯერადაც პოლიციის განყოფილებასთან ააფეთქეს. დაღუპულია სულ მცირე 3 ადამიანი, დაშავებულთა რაოდენობა კი 120-ზე მეტია.

მესამე აფეთქება კი, თურქეთის აღმოსავლეთ პროვინცია ბითლისში მოხდა.ადგილობრივი მედიის ცნობით, ბითლისშიც ავტომობილი აფეთქდა, რომელშიც სამხედროები იმყოფებოდნენ. 5 ჯარისკაცი დაიღუპა და 10-ზე მეტი კი დაშავდა.

თურქეთის სამთავრობო მედიასაშუალება Anadolu-ს ცნობით, ტერაქტების უკანქურთების სახალხო პარტია უნდა იდგეს. თუმცა, მომხდარზე პასუხისმგებლობა ამ დრომდე არცერთ დაჯგუფებას არ აუღია.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
Hudson Institute-ის პრეზიდენტი კობახიძეს: თქვენ ქართული ოცნება კი არა, მისი დამანგრეველი ხართ
საპატრიარქო: შიო III სახ.დეპის წარმომადგენლებს შეხვდა, ისაუბრეს ქვეყნებს შორის ურთიერთობაზე
ჟურნალისტები, რომლებმაც პოლიციელების მხრიდან ძალადობა გადაიღეს, გამოკითხვაზე დაიბარეს
პოლიციელების მიერ ნაცემმა პაპუნა ლოცულაშვილმა წინასწარი მოთავსების იზოლატორი დატოვა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics