03:59 - 27 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-03-08 18:13:50, 841 ნახვა

სამართალი
სასჯელაღსრულების N 5 ქალთა დაწესებულებაში 8 მარტი აღნიშნეს

სასჯელაღსრულების N 5 დაწესებულებაში ქალმა პატიმრებმა 8 მარტი საზეიმო კონცერტით აღნიშნეს. სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს ინფორმაციით,  ქალთა დღე მსჯავრდებულ და ბრალდებულ ქალბატონებს  სასჯელაღსრულებისა და პრობაციის  მინისტრის მოადგილემ ბესიკ დევდარიანმა და ქვემო ქართლის გუბერნატორმა პაატა ხიზანიშვილმა მიულოცეს.

„სახელმწიფო  მით უფრო ძლიერია, რაც  მეტად ზრუნავს ქალებსა და ბავშვებზე, ეს იქნება ციხის კედლებში, თუ მის გარეთ.  ჩვენი სამინისტრო  აღნიშნული მიმართულებით აქტიურად მუშაობს. ვცდილობთ, რომ ქალ მსჯავრდებულებს მაქსიმალურად შევუმსუბუქოთ თავისუფების აღკვეთით გამოწვეული სიმძიმე, გავაფართოვოთ  სარეაბილიტაციო პროგრამები, რომ მათ სასჯელაღსრულების დაწესებულება სრულფასოვან ადამიანებად, ქალებად დატოვონ,“- აღნიშნა მინისტრის მოადგილემ ბესიკ დევდარიანმა. 

სასჯელაღსრულების  N 5 დაწესებულებაში მყოფი ქალბატონები დამსწრეების წინაშე მუსიკალური და პოეტური ნომრებით წარსდგენენ. 

ღონისძიების დასასრულს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის მოადგილემ მსჯავრდებულ ქალებს საქართველოს პრეზიდენტის მიერ გამოგზავნილი საჩუქარი -  მუსიკალური ცენტრი გადასცა. 

 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ნატო რუსეთის საზღვრებთან 60 000 ჯარისკაცამდე გააძლიერებს თავის ყოფნას
ოპოზიციურმა ალიანსმა პატიმრების ოჯახებისთვის თანხების შეგროვების კამპანიის დაწყების შესახებ განაცხადა.
გვარამიამ საქართველოში ახალი საპროტესტო აქციები და „ახალი რეალური არჩევნები“ დააანონსა
ზელენსკი: უკრაინა მზადაა საქართველოსთან ორმხრივად სასარგებლო ურთიერთობებისთვის
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics