21:32 - 26 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-03-06 15:52:51, 941 ნახვა

ეკონომიკა
არჩილ ხაბაძე ბათუმში გამართულ სამმხრივ ბიზნესფორუმს დაესწრო

აჭარის მთავრობის თავმჯდომარე არჩილ ხაბაძე ბათუმში გამართულ სამმხრივ ბიზნესფორუმს დაესწრო.

ფორუმი, რომელსაც საქართველოს, თურქეთისა და აზერბაიჯანის 300-ზე მეტ ბიზნესმენთან ერთად, საქართველოს ვიცე-პრემიერი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი, თურქეთის ეკონომიკის მინისტრი, ასევე აზერბაიჯანის ეკონომიკისა და მრეწველობის მინისტრები ესწრებოდნენ, პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა გახსნა.

აჭარის მთავრობის პრესსამსახურის ინფორმაციით, სამმხრივი ფორუმის ფარლებში B2B შეხვედრები გაიმართა, რომლის დროსაც სოფლის მეურნეობის, ფინანსების, ენერგეტიკის, საკვები პროდუქტების გადამუშავების, მშენებლობის, უძრავი ქონების, ტელეკომუნიკაციების, ტექსტილისა და მრეწველობის სფეროებში მოღვაწე ბიზნესმენებმა და კომპანიების წარმომადგენლებმა სამომავლო თანამშრომლობის საკითხები განიხილეს.

ცნობისთვის, საქართველო-თურქეთ-აზერბაიჯანის ერთობლივი ბიზნეს ფორუმი საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსა და ეროვნული საინვესტიციო სააგენტოს ორგანიზებით და საქართველოს სავაჭრო სამრეწველო პალატის, აზერბაიჯანის ექსპორტისა და ინვესტიციების ხელშეწყობის ფონდის, საქართველოს დამსაქმებელთა ასოციაციისა და თურქეთის საგარეო ეკონომიკური ურთიერთობების საბჭოს მხარდაჭერით გაიმართა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
თბილისში დიდი საპროტესტო მსვლელობა მიმდინარეობს
სებ: ბრიტანეთის სანქციებში მითითებული სუბიექტები ეროვნული ბანკის მიერ რეგულირებული არ არიან
ბრიტანეთმა 3 საქართველოში რეგისტრირებულ კომპანიას შეზღუდვები დაუწესა
საქართველოს ბანკის გზავნილი ემიგრანტებს დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics