06:54 - 27 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-03-06 13:51:53, 706 ნახვა

საზოგადოება
მთავრობის ადმინისტრაციასთან მიმდინარე აქციაზე ქალმა თავის დაწვა სცადა

მთავრობის ადმინისტრაციასთან  სამშენებლო კომპანია „დექსუსის“ და „ცენტრ პოინტის“  დაზარალებულმა მოქალაქეებმა აქცია გამართეს.

როგორც ადგილიდან „ექსპრესნიუსის“ კორესპონდენტი იუწყება, აქციაზე ერთ-ერთმა დაზარალებულმა ქალბატონმა თავის დაწვის მიზნით ბენზინი გადაისხა, თუმცა შემდეგ შეუძლოდ გახდა და პირველადი დახმარება სასწრაფო დახმარების   თანამშრომლებმა გაუწიეს.

როგორც დაზარალებულები აცხადებენ, მათ  წლების წინ მშენებარე კორპუსებში შეისყიდეს ფართები, რომელთა მშენებლობა ამ დრომდე შეჩერებულია.

აქციის მონაწილეები ითხოვენ, შესყიდული ფართების რეგისტრაციას, ზარალის ანაზღაურებას და მათი კუთვნილი ფართებით დაკმაყოფილებას.

როგორც დაზარალებულთა ადვოკატი მარინა კორძაძე აცხადებს, მათ განცხადება დღეს მთავრობის  ადმინისტრაციაში, საქალაქო სასამართლოში და მთავარ პროკურატურაში შეაქვთ. განცხადების თანახმად, ისინი მოითხოვენ სასამართლოში მოხდეს დაჩქარებული წესით საქმის არსებითი განხილვა, დაზარალებულებს გადაეცეთ შესაბამისი ფართები და სასამართლომ არ გააფორმოს კომპანიის წარმომადგენლებთან საპროცესო გარიგება.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ნატო რუსეთის საზღვრებთან 60 000 ჯარისკაცამდე გააძლიერებს თავის ყოფნას
ოპოზიციურმა ალიანსმა პატიმრების ოჯახებისთვის თანხების შეგროვების კამპანიის დაწყების შესახებ განაცხადა.
გვარამიამ საქართველოში ახალი საპროტესტო აქციები და „ახალი რეალური არჩევნები“ დააანონსა
ზელენსკი: უკრაინა მზადაა საქართველოსთან ორმხრივად სასარგებლო ურთიერთობებისთვის
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics