07:24 - 28 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-07-23 15:18:28, 1775 ნახვა

მსოფლიო
ერევანში, პოლიციის განყოფილებაში გამაგრებულმა შეიარაღებულმა ჯგუფმა ყველა მძევალი გაათავისუფლა

ერევანში, პოლიციის განყოფილებაში გამაგრებულმა შეიარაღებულმა ჯგუფმა ყველა მძევალი გაათავისუფლა, - ამის შესახებ "რია-ნოვოსტი" იუწყება.

როგორც მედია საშუალება წერს, გათავისუფლებული არიან სომხეთის პოლიციის უფროსის მოადგილე ვარდან ეღიზარიანი და ერევნის პოლიციის უფროსის მოადგილე ვალერი ოსიფიანი.

ცნობისთვის, მოლაპარაკებების შედეგად დღეს დილით კიდევ 2 პოლიციელი გაათავისუფლეს.

შეგახსენებთ, რომ თავდამსხმელებმა ერევანში, ერეუბნის რაიონში მდებარე პოლიციის შენობა რამდენიმე დღის წინ შტურმით აიღეს და იმ მყოფები მძევლად აიყვანეს.

ასევე, თავდამსხმელები, ერებუნის რაიონის ტერიტორიაზე 24 საათიანი პრეს-ცენტრის გახსნას ითხოვდნენ.

მთავარი მოთხოვნა კი, ჟირაირ სეფილიანის გათავისუფლება და პრეზიდენტისა და მთავრობის გადადგომა იყო.

18 ივლისიდან, პოლიციის განყოფილების შენობის მიმდებარედ შეიარაღებული ჯგუფის მხარდამჭერები აქციებს მართავენ. სამართალდამცველებმა დემონსტრანტები რამდენჯერმე დაარბიეს და ათობით აქტივისტი დააკავეს.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
Hudson Institute-ის პრეზიდენტი კობახიძეს: თქვენ ქართული ოცნება კი არა, მისი დამანგრეველი ხართ
საპატრიარქო: შიო III სახ.დეპის წარმომადგენლებს შეხვდა, ისაუბრეს ქვეყნებს შორის ურთიერთობაზე
ჟურნალისტები, რომლებმაც პოლიციელების მხრიდან ძალადობა გადაიღეს, გამოკითხვაზე დაიბარეს
პოლიციელების მიერ ნაცემმა პაპუნა ლოცულაშვილმა წინასწარი მოთავსების იზოლატორი დატოვა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics