|
2015-03-05 12:12:02, 562 ნახვა
საზოგადოება
გრიგოლ გიორგაძე გორში არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს შეხვდა
საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის პირველი მოადგილე გრიგოლ გიორგაძე მიგრაციის, რეპატრიაციისა და ლტოლვილთა საკითხების დეპარტამენტის თანამშრომლებთან ერთად გორში არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს შეხვდა. როგორც „ექსპრესნიუსს“ ლტოვილთა და განსახლების სამინისტროდან აცნობეს, შეხვედრაზე არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს სამინისტროში გამოცხადებული „საქართველოში დაბრუნებული მიგრანტების სარეინტეგრაციო დახმარების“ პროგრამის შესახებ ესაუბრა. მათივე ინფორმაციით, მინისტრის მოადგილემ არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლებს საგრანტო კონკურსის გამოცხადების შესახებ აცნობა და აღნიშნულთან დაკავშირებით ამომწურავი იფნორმაცია მიაწოდა. არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლებმა დაინტერესება გამოხატეს აღნიშნული პროგრამის მიმართ. მსგავსი სახის საინფორმაციო შეხვედრები დაგეგმილია თბილისში, ზუგდიდსა და ახალციხეში. უწყების ინფორმაციით, დაბრუნებული მიგრანტების სარეინტეგრაციო მხარდაჭერის საგრანტო პროგრამა გულისხმობს არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლებისთვის გრანტის გაცემას საქართველოში დაბრუნებული მიგრანტებისთვის გადაუდებელი სამედიცინო დახმარების დაფინანსების და მედიკამენტებით უზრუნველყოფის, პროფესიული სწავლებისა და ანაზღაურებადი სტაჟირებების ხელშეწყობის და სოციალური პროექტების დაფინანსების მიზნით. საგრანტო პროგრამის მიზანია, ერთი მხრივ ხელი შეუწყოს სამშობლოში დაბრუნებული საქართველოს მოქალაქეების ღირსეული რეინტეგრაციის პროცესს და მეორე მხრივ, ამავე მიმართულებით, არასამთავრობო სექტორის განვითარებას და გაძლიერებას. საგრანტო კონკურსისა და საგრანტო პროგრამების შესახებ დეტალური ინფორმაცია განთავსებულია სამინისტროს ოფიციალურ ვებ-გვერდზე www.mra.gov.ge
ნატო რუსეთის საზღვრებთან 60 000 ჯარისკაცამდე გააძლიერებს თავის ყოფნას
ოპოზიციურმა ალიანსმა პატიმრების ოჯახებისთვის თანხების შეგროვების კამპანიის დაწყების შესახებ განაცხადა.
გვარამიამ საქართველოში ახალი საპროტესტო აქციები და „ახალი რეალური არჩევნები“ დააანონსა
ზელენსკი: უკრაინა მზადაა საქართველოსთან ორმხრივად სასარგებლო ურთიერთობებისთვის
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)