15:52 - 28 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-07-12 22:49:05, 1193 ნახვა

სამართალი
"ცენტრ პოინტის" დაზარალებული: სალომე ჩარკვიანი არაფერ შუაშია, ყველაფერს მაია რჩეულიშვილი განკარგავდა

"ცენტრ პოინტის" დაზარალებულები მაია რჩეულიშვილის დაპატიმრებას მიესალმებიან, თუმცა სალომე ჩარკვიანისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდება სწორად არ მიაჩნიათ. თამარ ფირცხალაიშვილის თქმით, სალომე ჩარკვიანი ყველაფერს მაია რჩეულიშვილის მითითებით აკეთებდა:

"ჩვენ ვართ უზარმაზარი არმია ცენტრ პოინტის დაზარალებულების.10-15 წელია სახლებს ველოდით და ველოდით იმ დღეს, როცა მაია რჩეულიშვილი ციხეში აღმოჩნდებოდა. ჩვენს ხელშეკრულებაზე ხელი მოწერილი აქვს ნიკო ბერიძეს, რუსუდან კერვალიშვილის სიძეს. კერვალიშვილი უნდა მიუჯდეს თავის დას. ვახტანგ რჩეულიშვილი გვლანძღავს ეთერებიდან, დაქირავებულს გვეძახის. ჩვენ გვაქვს თანხები გადახდილი. იმედია, ობიექტებს სახელმწიფო გადაიბარებს.სალომე ჩარკვიანი რისთვის დაიჭირეს?! 21 წლის გოგოს 11 წლის წინ მოაწერინეს ხელი ხელშეკრულებაზე და დღეს პასუხს სთხოვენ. თვითონ მაია რჩეულიშვილმა თქვა, მე განვკარგავდი ყველაფერსო. სალომე არაფერ შუაშია",-განაცხადა თამარ ფირცხალაიშვილმა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
რუსეთი სომხეთიდან ხილისა და ბოსტნეულის იმპორტს ზღუდავს
ირანის ელჩმა ყაველაშვილს თბილისის მეჩეთის მონახულების გამო მადლობა გადაუხადა
კალაძე გორში მომხდარ ძალადობაზე: ფაქტი არის ძალიან მძიმე - მნიშვნელოვანია, რომ შესაბამისმა სამსახურებმა რეაგირება მოახდინეს
კალაძე: ოპოზიციაში მიდის ბრძოლა - ვის ერქმევა მთავარი ოპოზიციური პარტია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics