|
2015-01-09 12:23:52, 3880 ნახვა
ეკონომიკა
თბილისში საქართველო-ესტონეთის ბიზნეს ფორუმი გაიმართება
საქართველოში ესტონეთის პრემიერ-მინისტრის, ტაავი როივასის ვიზიტის ფარგლებში,13 იანვარს, 10:00 საათზე, სასტუმრო “Radisson Blu Iveria”-ში საქართველო-ესტონეთის ბიზნეს ფორუმი გაიმართება, რომელსაც ორგანიზებას უწევენ საქართველოს ეროვნული საინვესტიციო სააგენტო და ესტონეთის სავაჭრო სამრეწველო პალატა. როგორც "ექსპრესნიუსს" საქართველოს ეროვნული საინვესტიციო სააგენტოდან აცნობეს, აღნიშნულ ფორუმში ქართული და ესტონური მხრიდან როგორც საჯარო, ისე კერძო სექტორის 120-მდე წარმომადგენელი მიიღებს მონაწილეობას. ბიზნეს ფორუმზე საქართველოს ეკონომიკის ძირითად მიმართულებებზე (სოფლის მეურნეობა, ტურიზმი, ენერგეტიკა, ტრანსპორტი და ლოგისტიკა) კონცენტრირებული რამდენიმე პრეზენტაცია იქნება წარმოდგენილი. ფორუმის მომხსენებლები იქნებიან საქართველოს საჯარო და კერძო სექტორების მაღალი რანგის წარმომადგენლები და მასში მონაწილეობას მიიღებენ საქართველოში ვიზიტად მყოფი მსხვილი ლატვიური კომპანიების ხელმძღვანელი პირები. ფორუმის ფარგლებში სტუმრებს სიტყვით მიმართავენ საქართველოს პრემიერ-მინისტრი, ბატონი ირაკლი ღარიბაშვილი და ესტონეთის პრემიერ-მინისტრი, ბატონი ტაავი როივასი. ღონისძიების ფარგლებში ასევე დაგეგმილია საქართველოს სავაჭრო სამრეწველო პალატასა (GCCI) და ესტონეთის სავაჭრო სამრეწველო პალატას (ECCI) შორის ურთიერთგაგების მემორანდუმის ხელმოწერა.
რუბიომ ვაშინგტონსა და კიევს შორის აქტიური მოლაპარაკებების არარსებობის შესახებ განაცხადა
მეფე ჩარლზ III - მე და ჩემი მეუღლე გულთბილად ვულოცავთ ქართველ ხალხს საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს
აშშ-ის სამხედროებმა სამხრეთ ირანში დარტყმები განახორციელეს
მარკო რუბიო - ჩვენ ვდგავართ ქართველი ხალხის გვერდით მდგრადი უსაფრთხოების, თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისკენ მათ სწრაფვაში
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)