00:11 - 27 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-07-01 16:53:35, 920 ნახვა

რეგიონი
ჰოლანდიელმა ექსპერტებმა მეხილეობის საკითხებზე სემინარი გამართეს

სოფლის მეურნეობის სამინისტროს სამეცნიერო-კვლევით ცენტრში ვაგენინგენის უნივერსიტეტის (ნიდერლანდების სამეფო) ექსპერტებმა მეხილეობის საკითხებზე ოთხდღიანი სემინარი ჩაატარეს. სემინარი სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ, იური ნოზაძემ გახსნა. 

„მსგავსი ტიპის სემინარები ექსტენციონისტებს, ფერმერებსა და დაინტერესებულ პირებს შესაძლებლობას აძლევს  თეორიული ცოდნა გაიღრმავონ ხეხილის ბაღების მოწყობის საკითხებზე. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ სასწავლო კურსის პრაქტიკულ ნაწილში მონაწილეებს საშუალება ჰქონდათ საქართველოს სხვადასხვა რეგიონში არსებული ხილის გადამამუშავებელი საწარმოების მუშაობის სპეციფიკას გაცნობოდნენ“, - აღნიშნა სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ, იური ნოზაძემ. 

სემინარზე ვაგენინგენის უნივერსიტეტის ექსპერტებმა ხეხილოვანი კულტურების (ვაშლი, მსხალი, ატამი, ბალი, ქლიავი) წარმოების თანამედროვე ტექნოლოგიების, ხეხილის ბაღის გაშენების სპეციფიკის, მოწყობისა და დიზაინის, სხვლა-ფორმირების, ირიგაციისა და მცენარეთა ინტეგრირებული დაცვის საკითხებზე ისაუბრეს; სასწავლო კურსის ფორმატში განიხილეს ხეხილოვანი კულტურების წარმოების სრული ციკლის დაგეგმვისა და ჰოლანდიაში მეხილეობის დარგში არსებული ინოვაციების საკითხებიც.
სასწავლო კურსის პრაქტიკული ნაწილის ფარგლებში, მსმენელებმა წილკანსა და ჯიღაურაში მდებარე ხეხილის და ვაზის საკოლექციო ნაკვეთები, აგრეთვე ცენტრის ლაბორატორიები დაათვალიერეს და კვლევების მიმდინარეობას ადგილზე გაეცნენ. 

მეხილეობის დარგის საკითხებზე გამართულ სემინარს სოფლის მეურნეობის სამინისტროს საინფორმაციო-საკონსულტაციო სამსახურების წარმომადგენლები, ფერმერები, ექსტენციონისტები და აგროკონსულტანტები ესწრებოდნენ. 

(NS)

 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ოპოზიციურმა ალიანსმა პატიმრების ოჯახებისთვის თანხების შეგროვების კამპანიის დაწყების შესახებ განაცხადა.
გვარამიამ საქართველოში ახალი საპროტესტო აქციები და „ახალი რეალური არჩევნები“ დააანონსა
ზელენსკი: უკრაინა მზადაა საქართველოსთან ორმხრივად სასარგებლო ურთიერთობებისთვის
უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა ეუთოს საგანგებო შეხვედრაზე საქართველოს მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა.
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics