05:50 - 27 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-03-02 15:50:33, 923 ნახვა

საზოგადოება
ბათუმის დედათა და ბავშვთა ჯანმრთელობის ცენტრში სამეანო-გინეკოლოგიური დეპარტამენტი გაიხსნება

ხვალ, 13:00 საათზე, ბათუმის დედათა და ბავშთა ჯანმრთელობის დაცვის რესპუბლიკური ცენტრის სამეანო-გინეკოლოგიური დეპარტამენტის განახლებული შენობის ოფიციალური გახსნა იგეგმება.

როგორც „ექსპრესნიუსს“ აჭარის ჯანდაცვის სამინისტროდან აცნობეს, დეპარტამენტი გათვლილია 40 საწოლზე, ფუნქციონირებს ანტენატალური მეთვალყურეობის, სამეანო, გინეკოლოგიური და ნეონატალური სამსახურები. გაიზარდა საოპერაციო და სამშობიარო ბლოკების რიცხვი. ასევე, გაიზარდა საწოლების რაოდენობა კრიტიკული მედიცინის ნეონატოლოგიურ მიმართულებაში, აეწყო ელექტრონული მონაცემთა ბაზის სისტემა.

აღსანიშნავია, რომ სამშობიაროს გაეროს ბავშვთა ფონდის (UNICEF) მიერ მინიჭებული აქვს ბავშვისადმი კეთილგანწყობილი სამეანო-გინეკოლოგიური დეპარტამენტის სტატუსი, ორჯერ დაჯილდოვებულია USAID/JSI-ის მიერ ეფექტური პერინატალური მოვლის პროგრამის წარმატებულად განხორციელებისათვის. სამშობიროში დაცულია ოპტიმალური ძუძუთი კვების ყველა საფეხური.

სამეანო-გინეკოლოგიური დეპარტამენტი სრულად აკმაყოფილებს თანამედროვე სტანდარტებს. მომავალ დედებს დახვდებათ თბილი და კეთილგანწყობილი გარემო. ახლადგახსნილ მშობელთა სკოლაში ხდება მომავალი მშობლების მომზადება ორსულობის და მშობიარობის მიმდინარეობის, ახალშობილის მოვლისა და კვების, ქალთა რეპროდუქციული ჯანმრთელობის და კონტრაცეპციის საკითხებზე.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ნატო რუსეთის საზღვრებთან 60 000 ჯარისკაცამდე გააძლიერებს თავის ყოფნას
ოპოზიციურმა ალიანსმა პატიმრების ოჯახებისთვის თანხების შეგროვების კამპანიის დაწყების შესახებ განაცხადა.
გვარამიამ საქართველოში ახალი საპროტესტო აქციები და „ახალი რეალური არჩევნები“ დააანონსა
ზელენსკი: უკრაინა მზადაა საქართველოსთან ორმხრივად სასარგებლო ურთიერთობებისთვის
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics