15:16 - 28 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-06-27 11:26:24, 1167 ნახვა

სამართალი
ყალბი ფულის ჯგუფურად დამზადებისა და გასაღების ფაქტზე, ორი მოქალაქე დააკავეს

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა, ყალბი ფულის ჯგუფურად დამზადებისა და გასაღების ფაქტზე, ორი მოქალაქე დააკავა.

როგორც უწყების განცხადებაშია აღნიშული, საქმეზე ჩატარებული ოპერატიულ - სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებებით დადგინდა, რომ ბრალდებულები წინასწარ შეთანხმებით ამზადებდნენ და თბილისში, სხვადასხვა სავაჭრო ობიექტებსა და ტაქსის მძღოლებზე სისტემატიურად ასაღებდნენ კუსტარულად დამზადებულ ყალბ, ერთი და იგივე სერიული ნომრის მქონე 5, 10 და 20 ლარიან კუპიურებს, მათ შორის ახალი დიზაინის ბანკნოტებს.

„ბრალდებულთა საცხოვრებელი სახლების ჩხრეკის შედეგად, ამოღებულია ყალბი ფულის დასამზადებელი მოწყობილობა და კუსტარული წესით დამზადებული ყალბი ფულის კუპიურები. კუსტარულად დამზადებული თანხა ასევე ამოღებულია სხვადასხვა სავაჭრო ობიექტებიდან.

გამოძიება გრძელდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 212-ე მუხლის მეორე ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 7 დან 10 წლამდე ვადით“, - ნათქვამია განცხადებაში.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
კალაძე გორში მომხდარ ძალადობაზე: ფაქტი არის ძალიან მძიმე - მნიშვნელოვანია, რომ შესაბამისმა სამსახურებმა რეაგირება მოახდინეს
კალაძე: ოპოზიციაში მიდის ბრძოლა - ვის ერქმევა მთავარი ოპოზიციური პარტია
ევროკავშირი რუსეთისგან მოითხოვს ცხინვალის რეგიონიდან, აფხაზეთიდან და დნესტრისპირეთიდან მისი გაყვანას
სადაზღვევო პროდუქტები თიბისის მობაილბანკში - შენი საუკეთესო ციფრული გამოცდილებისთვის
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics