19:04 - 26 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-03-01 15:46:29, 1268 ნახვა

მსოფლიო
დონეცკისა და ლუგანსკის თვითგამოცხადებულმა რეგიონებმა კონფლიქტის ზონიდან მძიმე ტექნიკა გაიყვანეს

დონეცკის  თვითგამოცხადებული რესპუბლიკის თავდაცვის სამინისტროში აცხადებენ, რომ კონფლიქტის ზონიდან ამბოხებულებმა  მძიმე ტექნიკის გაყვანა დაასრულეს. 

„ამბოხებულებმა კონფლიქტის ზონიდან შეიარაღებული ძალების და მძიმე ტექნიკის გაყვანა დაასრულეს, პროცესი  ეუთო-ს წარმომადგენლების დაკვირვებით  მიმდინარეობდა“,-აცხადებს დონეცკის  თვითგამოცხადებული რესპუბლიკის თავდაცვის მინისტრის მოადგილე ედუარდ ბასურინი.

ლუგანსკის თვითგამოცხადებული რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრმა გენადი ციპკალოვმაც აღნიშნა, რომ კონფლიქტის ზონიდან მძიმე ტექნიკა  ლუგანსკის რეგიონის მებრძოლებმაც გაიყვანეს. 

მან ასევე განაცხადა, რომ კონფლიქტის ზონიდან შეიარაღებული ძალების, მძიმე ტექნიკის გაყვანის და  ყველა ტექნიკური სამუშაოს დასრულების შემდეგ,   ინფრასტრუქტურის აღსადგენად არსებულ ტერიტორიაზე მშენებლები და ინჟინრები  ჩავლენ.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
სომხეთის თანამშრომლობა აშშ-სთან და ევროკავშირთან რუსეთის წინააღმდეგ არ არის მიმართული - მირზოიანი
საგარეო საქმეთა მინისტრს უმაღლესი დიპლომატიური რანგი მიენიჭება
ტრამპი: აშშ-ის სახელით, ქართველ ხალხს ვულოცავ ეროვნულ დღესასწაულს
მარკო რუბიო სომხეთში ჩავიდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics