17:08 - 28 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-06-20 19:20:46, 1025 ნახვა

ეკონომიკა
სოსო ფხაკაძე: ყველას გვიყვარს ეს ქვეყანა და გვაქვს ერთი ამოცანა - რაც შეიძლება მეტი სიკეთე მოვუტანოთ მას

კომპანია "ვისოლ ჯგუფის" პრეზიდენტი სოსო ფხაკაძე კონფერენციას-"საქართველოს ეკონომიკა და ბიზნესგარემო - მიღწევები და გამოწვევები“  ძალიან მნიშვნელოვანს უწოდებს. 

როგორც ფხაკაძემ ეკონომიკური ფორუმის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა, ბიზნესმენებს მიეცათ საშუალება, ქვეყანაში არსებულ ბიზნესგარემოსთან დაკავშირებით,  საკუთარი აზრი თამამად დაეფიქსირებინათ:

"საქართველოს ბიზნესასოციაციის ერთ-ერთი ყველაზე მთავარი ამოცანაა, ბიზნესმენებს, ჩვენს წევრებს მივცეთ საშუალება, თავისი აზრი დააფიქსირონ  ძალიან ღიად,  პროფესიულად და თამამად. ძალიან საინტერესო თემებს შევეხეთ, რასაკვირველია, ყველას გვიყვარს ეს ქვეყანა და ერთი ამოცანა  გვაქვს, რაც შეიძლება მეტი  სიკეთე მოვუტანოთ. ბიზნესმენებს, ბუნებრივია, ჩვენი ამოცანები გვაქვს, ჩვენი ვალდებულებები გვაქვს და როდესაც ასეთ საინტერესო ფორმატში ვიკრიბებით და ერთმანეთს პროფესიულად ვუზიარებთ ჩვენს გამოცდილებებს,  ღიად ვაფიქსირებთ ჩვენს მოსაზრებებს,  არის ღირებული თითოეული მხარისთვის. მომავალშიც ვაგრძელებთ ასეთ ფორმატში  შეხვედრების ორგანიზებას და ეს არის ერთ-ერთი ფუნქცია საქართველოს ბიზნესასოციაციის",-განაცხადა  სოსო ფხაკაძემ.

კონფერენცია-"საქართველოს ეკონომიკა და ბიზნესგარემო - მიღწევები და გამოწვევები“    ორგანიზაცია "მოქალაქე"-ს, "საქართველოს ბიზნეს ასოციაციისა" და პარტნიორი ორგანიზაციების ორგანიზატორობით ჩატარდა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
რუსეთი სომხეთიდან ხილისა და ბოსტნეულის იმპორტს ზღუდავს
ირანის ელჩმა ყაველაშვილს თბილისის მეჩეთის მონახულების გამო მადლობა გადაუხადა
კალაძე გორში მომხდარ ძალადობაზე: ფაქტი არის ძალიან მძიმე - მნიშვნელოვანია, რომ შესაბამისმა სამსახურებმა რეაგირება მოახდინეს
კალაძე: ოპოზიციაში მიდის ბრძოლა - ვის ერქმევა მთავარი ოპოზიციური პარტია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics