16:45 - 28 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-06-15 16:00:49, 1025 ნახვა

ეკონომიკა
ნოდარ ხადური აზიის განვითარების ბანკში ავსტრალიის ჯგუფის აღმასრულებელ დირექტორს შეხვდა

ფინანსთა მინისტრი, საქართველოს მხრიდან აზიის განვითარების ბანკის მმართველი ნოდარ ხადური აზიის განვითარების ბანკში (ADB) ავსტრალიის ჯგუფის აღმასრულებელ დირექტორს, მეთიუ ფოქსს შეხვდა.

ფინანსთა სამინისტროს ინფორმაციით, შეხვედრაზე განიხილეს ორმხრივი თანამშრომლობის საკითხები ისეთ სფეროებში, როგორებიცაა: ინფრასტრუქტურა, ენერგეტიკა, წყალმომარაგება, კაპიტალის ბაზრის განვითარება. მხარეებმა ერთმანეთს გაუზიარეს ხედვა სამომავლო თანამშრომლობის საკითხებზე.

როგორც აღინიშნა, აზიის განვითარების ბანკი მზადაა, საქართველოსთან გააგრძელოს წარმატებული თანამშრომლობა და გაზარდოს ფინანსური მხარდაჭერა ეფექტიანი ინფრასტრუქტურული პროექტებისთვის, რომლებიც უზრუნველყოფენ ქვეყნის განვითარებას და ეკონომიკურ ზრდას.

ADB-ში აღმასრულებელმა დირექტორმა ქართულ მხარეს მადლობა გადაუხადა საინტერესო და ნაყოფიერი ვიზიტის ორგანიზებისთვის და ფინანსთა მინისტრი ოფიციალური ვიზიტით მიიწვია ქ.მანილაში, აზიის განვითარების ბანკის სათაო ოფისში.

შეხვედრას, ასევე, დაესწრნენ აზიის განვითარების ბანკის მუდმივი წარმომადგენელი საქართველოში, იეშიმ ელჰან კაიალი და ADB-ის მუდმივი წარმომადგენლის მოადგილე გიორგი კიზირია.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
რუსეთი სომხეთიდან ხილისა და ბოსტნეულის იმპორტს ზღუდავს
ირანის ელჩმა ყაველაშვილს თბილისის მეჩეთის მონახულების გამო მადლობა გადაუხადა
კალაძე გორში მომხდარ ძალადობაზე: ფაქტი არის ძალიან მძიმე - მნიშვნელოვანია, რომ შესაბამისმა სამსახურებმა რეაგირება მოახდინეს
კალაძე: ოპოზიციაში მიდის ბრძოლა - ვის ერქმევა მთავარი ოპოზიციური პარტია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics