21:29 - 26 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-02-27 19:20:05, 1009 ნახვა

ეკონომიკა
დავით ნარმანია: თბილისის გზების აღსადგენად 20 მილიონ ლარზე მეტია გამოყოფილი

თბილისის მერის დავით ნარმანიას განცხადებით, თბილისის გზებისა და ინფრასტრუქტურის აღსადგენად ბიუჯეტიდან 20 მილიონ ლარზე მეტია გამოყოფილი.

როგორც ნარმანიამ ჟურნალისტებს განუცხადა, გზების აღდგენითი სამუშაოები მარტიდან დაიწყება.

“სამუშაოები მარტიდან დაიწყება. ძირითადი ტენდერები, სადაც უნდა იქნას კომპანიები შერჩეული, გამოცხადებულია, როგორც კეთილმოწყობის სამსახურის მიერ, ასევე რაიონული სამსახურების მიერ. მცირედი შეკეთებები ადგილობრივი მნიშვნელობების გზებზე რაიონული გამგეობების მიერ, ხოლო ძირითადი მაგისტრალების შეკეთებას უშუალოდ ქალაქ თბილისის მერიის კეთილმოწყობის სამსახური გაუწევს კურირებას. ჩვენს ნაწილში დედაქალაქის ბიუჯეტიდან 20 მილიონ ლარზე მეტია გათვალისწინებული, ხოლო 10 მილიონ ლარამდეა გათვალისწინებული რაიონული გამგეობებიდან”, - განაცხადა დავით ნარმანიამ.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
თბილისში დიდი საპროტესტო მსვლელობა მიმდინარეობს
სებ: ბრიტანეთის სანქციებში მითითებული სუბიექტები ეროვნული ბანკის მიერ რეგულირებული არ არიან
ბრიტანეთმა 3 საქართველოში რეგისტრირებულ კომპანიას შეზღუდვები დაუწესა
საქართველოს ბანკის გზავნილი ემიგრანტებს დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics