|
2016-06-13 11:54:26, 1607 ნახვა
მსოფლიო
„რია ნოვოსტი“: აფხაზეთში რუსი სამხედროებისთვის უბანი აშენდება
აფხაზეთში, რუსი სამხედროებისთვის და მათი ოჯახებისთვის, 19 ახალი სახლი აშენდება. საუბარია, დაახლოებით ათას სამხედრო მოსამსახურეზე. აღნიშნულ ინფორმაციას რუსული საინფორმაციო სააგენტო „რია-ნოვოსტი“ ავრცელებს. "ქალაქ გუდაუთაში აშენებულ ორსართულიან სახლებში განთავსდება დაახლოებით ათასი სამხედრო პირი და მათი ოჯახის წევრები. საცხოვრებელი სახლები აღჭურვილი იქნება პირველადი მოხმარების ტექნიკით, მათ შორის ელექტრო-ღუმელებით, ტელევიზორებით და მაცივრებით", - ვკითხულობთ სააგენტოს ინფორმაციაში. გარდა ამისა, ბინები აღჭურვილი იქნება ავეჯით, მაგიდებით, სკამებით და კარადებით. გარდა ამისა, როგორც საინფორმაციო სააგენტო წერს, სამხედროების უბანში აშენდება სკოლა, რომელიც გათვლილი იქნება 200 ბავშვზე და 150 ბავშვზე გათვლილი ბაღი.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)