|
2016-06-11 13:31:36, 1256 ნახვა
მსოფლიო
ტაილანდში სასკოლო ავტობუსი გადატრიალდა - გარდაცვლილია 11 ადამიანი
ტაილანდში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად 11 ადამიანი გარდაიცვალა, - ამის შესახებ BBC იუწყება. როგორც მედია საშუალება წერს, ტაილანდში სასკოლო ავტობუსი, რომელსაც 11 მასწავლებელი გადაჰყავდა, აყირავდა. წინასწარი ინფორმაციით, ავტობუსს საბურავი გაუსკდა. მედიის იფნრომაციით, ინციდენტი გვიან ღამით მოხდა, როდესაც მასწავლებლები ბანკოკში სემინარიდან ბრუნდებოდნენ. ადგილობრივი სამართალდამცველების ინფორმაციით, 4 მგზავრმა მძიმე დაზიანებები მიიღო და ისინი საავადმყოფოში გადაიყვანეს. France Press-ის ინფორმაციით, საჭესთან სკოლის დირექტორი იჯდა. ის გადარჩა, თუმცა ასევე საავადმყოფოშია გადაყვანილი. ცნობისთვის, ტაილანდი მსოფლიოში რიგით მეორე ქვეყანაა, სადაც ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად გარდაცვალების ფაქტები ხშირია. ყოველწლიურად ტაილანდში, ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად 24 ათასი ადამიანი იღუპება.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)