|
2016-06-10 14:45:31, 1422 ნახვა
მსოფლიო
მარსელში ფეხბურთის ინგლისელ და ფრანგ გულშემატკივრებს შორის შეტაკება მოხდა (ვიდეო)
საფრანგეთის ქალაქ მარსელში ფეხბურთის ინგლისელ და ფრანგ გულშემატკივრებს შორის შეტაკება მოხდა, - ამის შესახებ BBC იუწყება. მედიის ინფორმაციით, ინციდენტი მარსელის ერთ-ერთ ბართან, მუსლიმებით დასახლებულ რაიონში მოხდა. როგორ BBC წერს, არაფხიზელ მდგომარეობაში მყოფი ბრიტანელი გულშემატკივრები სკანდირებდნენ “ISIS, სად ხარ?”. აღნიშნულმა ფაქტმა, ადგილობრივების გაღიზიანება გამოიწვია. France 24-ის ინფორმაციით, ჩხუბში დაახლოებით 100 ინგლისელი და 50 ადგილობრივი მოსახლე მონაწილეობდა. პოლიციამ არეულობის მონაწილეების წინააღმდეგ ცრემლსადენი გაზი გამოიყენა. ინციდენტის შედეგად, 2 ინგლისელი დაკავებულია, ერთი კი თავის ტრავმით ჰოსპიტალშია გადაყვანილი. შეგახსენებთ, რომ დღეს საფრანგეთში ევრო 2016 იწყება. ევროპის საფეხბურთო ჩემპიონატი პარიზში, „სტად დე-ფრანსზე“ საფრანეგთისა და რუმინეთის მატჩით იხსნება.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)