|
2016-06-07 12:49:27, 1482 ნახვა
მსოფლიო
ბოლო ინფორმაციით, სტამბოლში აფეთქებას 11 ადამიანი ემსხვერპლა, საიდანაც 7 პოლიციელია
სტამბოლში მომხდარი აფეთქების შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 11-მდე გაიზარდა, სულ მცირე 36 ადამიანი დაშავებულია, - ამის შესახებ საინფორმაციო სააგენტო Reuters იუწყება. სტამბოლის გუბერნატორის ვასიპ შაჰინის განცხადებით, დაღუპულთა შორის 7 პოლიციელია. შეგახსენებთ, რომ სტამბოლის ცენტრალურ რაიონ ბეიაზიტ ვეზნეჯილერში მეტროპოლიტენთან ახლოს, დანაღმული ავტომობილი აფეთქდა. ადგილობრივი მთავრობის ინფორმაციით, აფეთქების სამიზნე პოლიციის ავტობუსი იყო. ამჟამად ქუჩა, სადაც აფეთქება მოხდა გადაკეტილია. ადგილზე სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადები მუშაობენ. პასუხისმგებლობა აფეთქების ორგანიზებისთვის ჯერჯერობით არც ერთ დაჯგუფებას არ აუღია. ცნობისთვის, თურქეთში ბოლო პერიოდში რამდენიმე აფეთქება მოხდა. ადგილობრივმა მთავრობამ აფეთქებებს ტერაქტის სტატუსი მიანიჭა.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)