22:23 - 26 May, 2026
|
2016-06-03 16:01:38, 1086 ნახვა
რეგიონი
შსს-ს საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების კამპანიას აჭარის მთავრობა შეუერთდა
შინაგან საქმეთა სამინისტრო, საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების პროგრამის - „შენი გულისთვის, შენი უსაფრთხოებისთვის“ ფარგლებში, ფართომასშტაბიან საინფორმაციო კამპანიას განაგრძობს. შსს-ს საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების პროგრამაში აჭარის მთავრობის ადმინისტრაცია ჩაერთო. მთავრობის ადმინისტრაციის, სამინისტროებისა და საქვეუწყებო დაწესებულებათა ავტოპარკის ყველა სატრანსპორტო საშუალებას პრესსამსახურების თანამშრომლებმა უსაფრთხოების მანიშნებელი სტიკერები განათავსეს. ცნობისთვის, შსს-ს კამპანიის მიზანია ავტოსაგზაო შემთხვევების პრევენცია და საგზაო მოძრაობის მონაწილეთა ცნობიერების ამაღლება. კამპანიის სლოგანია – „შენი გულისთვის – შენი უსაფრთხოებისთვის“.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)