|
2016-05-31 19:46:04, 1171 ნახვა
რეგიონი
ხულოს მუნიციპალიტეტში ყველის საწარმო გაიხსნა
ხულოს მუნიციპალიტეტის სოფელ დიოკნისში ყველის საწარმო შპს „ნატურალ პროდუქცია“- გაიხსნა. საწარმოს ოფიციალურ გახსნას აჭარის სოფლის მეურნეობის მინისტრი ზაურ ფუტკარაძე და ხულოს მუნიციპალიტეტის გამგებელი ბესიკ ბაუჩაძე დაესწრნენ. ინვესტიცია შვეიცარიის განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტოს ფინანსური მხარდაჭერით განხორციელდა. შპს „ნატურალ პროდუქცია“ არის ყველის პირველი საწარმო აჭარის რეგიონში, რომელსაც განსაკუთრებული წვლილი შეაქვს რეგიონის მეცხოველეობის დარგის განვითარებაში. საწარმო აღჭურვილია უახლესი ტექნოლოგიებით და ყველის წარმოება სურსათის უვნებლობის სტანდარტების მიხედვით ხდება. საწარმო ხულოს მუნიციპალიტეტის 15-ზე მეტი სოფლიდან იბარებს რძეს და დღიურად 800-ზე მეტ ადგილობრივ ფერმერს ემსახურება, რომელთაც შემოსავლის მნიშვნელოვანი წყარო გაუჩნდათ.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)