|
2016-05-23 19:58:43, 1031 ნახვა
სხვადასხვა
კახა კოჟორიძე სტრასბურგში ვენეციის კომისიის პრეზიდენტს შეხვდება
საქართველოს პრეზიდენტის მრჩეველი ადამიანის უფლებებისა და მართლმსაჯულების საკითხებში კახა კოჟორიძე და ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივნის მოადგილე ლევან ბოძაშვილი სტრასბურგში, 23-24 მაისს, ვენეციის კომისიის ხელმძღვანელობასა და წარმომადგენლებთან შეხვედრებს გამართავენ. ვიზიტის ფარგლებში დაგეგმილია შეხვედრა კომისიის პრეზიდენტთან ჯანი ბუკიკიოსთანაც. შეხვედრებზე განხილავენ საქართველოს პარლამენტის მიერ მიღებულ საკანონმდებლო პაკეტს, რომელიც საკონსტიტუციო სასამართლოს საქმიანობასთან დაკავშირებულ კანონმდებლობაში ცვლილებებს ითვალისწინებს. საქართველოს პრეზიდენტმა პარლამენტის მიერ მიღებული "საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ" კანონში ცვლილებების პაკეტი ვენეციის კომისიას გადაუგზავნა, რომელმაც პრეზიდენტის ადმინისტრაციას ცვლილებების შემჭიდროვებულ ვადებში შესწავლის მზადყოფნა წერილით დაუდასტურა.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)