|
2016-05-23 10:50:55, 953 ნახვა
რეგიონი
ოჯახში დამზადებული ღვინის IX ფესტივალი დასრულდა
აჭარის მთავრობის თავმჯდომარე არჩილ ხაბაძე და სოფლის მეურნეობის მინისტრი ოთარ დანელია ოჯახში დამზადებული ღვინის IX ფესტივალის საზეიმო დახურვას დაესწრნენ. ფესტივალი ბათუმისა და ლაზეთის მიტროპოლიტი დიმიტრის ლოცვა-კურთხევით რეგიონში ყოველწლიურად იმართება. ოჯახში დამზადებული ღვინის IX ფესტივალის საზეიმო ნაწილი ბათუმის ხელოვნების ცენტრში გაიმართა. ღონისძიებას ესწრებოდნენ წმინდა სინოდის წევრები, სამღვდელოებისა და მთავრობის წარმომადგენლები. ოჯახში დამზადებული ღვინის ფესტივალი საქართველოში ღვინისა და ვაზის პოპულარიზაციას ემსახურება, მასში მონაწილეთა რაოდენობა ყოველწლიურად იზრდება. წელს კონკურსში 200-მდე ნიმუში იყო წარმოდგენილი მთელი საქართველოდან. მეღვინეებს შორის 4 არაქართველიც მონაწილეობდა. მათ შორის 2 მონაწილე ლაზეთიდან და 2 საინგილოდან. ნიმუშების დეგუსტაცია რამდენიმე დღის განმავლობაში მიმდინარეობდა, მასში მონაწილეობდნენ საქართველოს სახვადასხვა კუთხიდან ჩამოსული მეღვინეები. წარმოდგენილ ნიმუშებს 10 საუკეთესო მეღვინე-დეგუსტატორი აფასებდა. ფესტივალის საზეიმო დახურვის პირველ ნაწილში დაჯილდოვდა 22 ნომინაციაში გამარჯვებული მეღვინეები. დაჯილდოების შემდეგ ღონისძიებაში მონაწილეობდნენ საქართველოს ეროვნული სიმფონიური ორკესტრი ნიკოლოზ რაჭველის დირიჟორობით, მომღერლები ნატო მეტონიძე, ლიზა ბაგრატიონი, ნინო ქათამაძე, ასევე ოპერის ცნობილი ბათუმელი შემსრულებლები ირაკლი კახიძე, სულხან ჯაიანი და ბაჩუკი ნაკაშიძე.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)