13:58 - 28 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-05-22 10:25:07, 775 ნახვა

სამართალი
შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს მაშველებმა მტკვარში გადავარდნილი ავტომანქანა და ცხედარი წყლიდან ამოიღეს

შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს მაშველებმა, ინტენსიური სამძებრო სამუშაოების შედეგად, რამდენიმე დღის წინ მტკვარში გადავარდნილი ავტომანქანა და ცხედარი იპოვეს და წყლიდან ამოიღეს.

შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს მაშველებმა სამძებრო-სამაშველო ოპერაცია ოპერატიულად - შემთხვევიდან რამდენიმე წუთში დაიწყეს.

ცნობისთვის, შემთხვევა 17 მაისს, გამთენიისას, თბილისში, მტკვრის მარჯვენა სანაპიროზე მოხდა.

მდინარე მტკვრის ძლიერი დინებისა და რთული რელიეფური პირობების მიუხედავად, მაშველებმა, თბილისში, იუსტიციის სახლის მიმდებარე ტერიტორიაზე, დაკარგული "ოპელის" მარკის ავტომობილისა და მისი მძღოლის ცხედარს მიაკვლიეს და წყლიდან ამოღება შეძლეს.

შსს-ს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევათა საგამოძიებო სამსახური გამოძიებას საქართველოს სსკ-ს 276-ე მუხლის მე-5 ნაწილით აწარმოებს, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია. 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
“ქეშბექობანა” - ლიბერთის ლოიალობის პროგრამა Cashback-ის და VISA-ს განსაკუთრებული შეთავაზებები ბავშვებისთვის
ბრიტანული დაზვერვა: უკრაინაში ომში თითქმის ნახევარი მილიონი რუსი ჯარისკაცი დაიღუპა
აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის დელეგაციასთან კოალიცია ცვლილებისთვის ლიდერებმა შეხვედრა გამართეს
1 ივნისის შეთავაზებები მოსწავლეებისთვის საქართველოს ბანკის sCoolApp-ში
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics