06:54 - 27 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-05-21 20:35:42, 893 ნახვა

სამხედრო
ხიდაშელი: ხურჩაში მომხდარ ფაქტს ორი დამნაშავე ჰყავს: პირველი, ვინც დანაშაული ჩაიდინა და მეორე ოკუპაცია

"ხურჩაში მომხდარ ფაქტს ორი დამნაშავე ჰყავს: პირველი, ვინც დანაშაული ჩაიდინა და მეორე ოკუპაცია" - ამის შესახებ საქართველოს თავდაცვის მინისტრმა, თინა ხიდაშელმა განაცხადა.

ხიდაშელის შეფასებით, ოკუპაციას ქართული სახელმწიფო მარტო ვერ დაამთავრებს.

”ამ საქმეს ორი ტიპის დამნაშავე ჰყავს. ერთი - დამნაშავეა ის, ვინც უშუალოდ ჩაიდინა ეს უსასტიკესი დანაშაული, რომელიც უნდა გამოვლინდეს და მკაცრად დაისაჯოს, მაგრამ მეორე დამნაშავე არის ოკუპაცია. ოკუპაციას ქართული სახელმწიფო მარტოკა ვერ დაამთავრებს. ვინც ამ ილუზიებით ცხოვრობს, შეუძლია ამ ილუზიებით იცხოვროს, მაგრამ ეს ძალიან სამწუხარო რეალობაა. მე არ მივიღებ კრიტიკას იმ ადამიანებისგან, რომ ჩვენ რაიმეს ხელი დავაკელით, ვინც ეს ოკუპაცია მოცემულობად აქცია, გაამძაფრა და იმ ტრაგედიად გვიქცია, რომლამდეც დღეს მოვედით, ამიტომ ყველას ვთხოვ, რომ ემოციები დაიოკოს, საკუთარი ქმედებები გაიხსენონ, საკუთარი წილი პასუხისმგებლობა აიღონ და მხოლოდ ამის შემდეგ გაიშვირონ ვინმეს მიმართ თითი”, - განაცხადა ხიდაშელმა.

თავდაცვის მინისტრი აქვე აღნიშნავს, რომ ის ამ ეტაპზე უშიშროების საბჭოს სხდომის მოწვევის აუცილებლობას ვერ ხედავს.

”სამწუხაროდ, როდესაც ქვეყანა ოკუპაციის ქვეშაა, ნებისმიერ წუთს შეიძლება დადგეს ეს საკითხი. თემა იმდენად დიდია, ყოვლისმომცველია, იმდენი შენაკადი აქვს, რომ ამაზე საუბარს ვერასდროს დავამთავრებთ. მე არ მგონია, რომ ასეთ ფაქტებს უნდა დავამთხვიოთ უშიშროების საბჭოს სხდომები, რადგან კიდევ ერთხელ ვამბობ - ყველაზე ცუდი, რაც შეიძლება დაგვემართოს, არის რაღაც პანიკური განცდების აღზევება ქვეყანაში და ხელისუფლებამ ყველაფერი უნდა გააკეთოს, რომ ეს არ დაუშვას”, - განაცხადა თინა ხიდაშელმა.
 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ნატო რუსეთის საზღვრებთან 60 000 ჯარისკაცამდე გააძლიერებს თავის ყოფნას
ოპოზიციურმა ალიანსმა პატიმრების ოჯახებისთვის თანხების შეგროვების კამპანიის დაწყების შესახებ განაცხადა.
გვარამიამ საქართველოში ახალი საპროტესტო აქციები და „ახალი რეალური არჩევნები“ დააანონსა
ზელენსკი: უკრაინა მზადაა საქართველოსთან ორმხრივად სასარგებლო ურთიერთობებისთვის
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics