|
2016-05-21 17:58:27, 1214 ნახვა
კომენტარი
კვაჭანტირაძე: ხურჩაში მომხდარ მკვლელობაზე უშიშროების საბჭოს მოწვევა პრეზიდენტის პრეროგატივაა
ადგილობრივ მოსახლეობასაც რომ ვკითხოთ, იქ ყველაფერი წესრიგში იყო მანამ, სანამ ეს უბედურება მოხდებოდა, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა ზვიად კვაჭანტირაძემ „ქართული ოცნების“ პოლიტსაბჭოს დასრულების შემდეგ, ხურჩაში მომხდარ მკვლელობასთან დაკავშირებით განაცხადა. „ძალიან სასიხარულოა, რომ იდენტიფიცირებულია ეს დამნაშავე, რომელმაც ასეთი ვერაგი მკვლელობა ჩაიდინა. ეს ჯერ კიდევ კონფლიქტის ზონაა და ჩვენ ეს უნდა გვახსოვდეს. საუბედუროდ მოხდა ასეთი ცუდი ფაქტი, გარდაიცვალა კარგი ადამიანი, მაგრამ აქედან ისეთი დასკვნების გაკეთება, რომ ხელისუფლება ამასთან მიმართებაში რაიმეს არ აკეთებს სათანადოდ, არის აბსოლუტური სპეკულაცია“, - განაცხადა კვაჭანტირაძემ. კითხვაზე - არსებობს თუ არა უშიშროების საბჭოს მოწვევის საჭიროება, უმრავლესობის ლიდერმა აღნიშნა, რომ საბჭოს ძალიან სერიოზული ვალდებულებები აქვს გაწერილი. „საბჭოს თავისი გაწერილი, ძალიან სერიოზული ვალდებულებები აქვს. თუ პრეზიდენტი ჩათვლის საჭიროდ, მოიწვიოს უშიშროების საბჭო, ეს მისი პრეროგატივაა და ამაზე კომენტარს არ გავაკეთებ“, - განაცხადა კვაჭანტირაძემ.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)