19:03 - 26 May, 2026
|
2016-05-19 14:53:25, 947 ნახვა
სხვადასხვა
ცხინვალი-ახალგორის გზაზე მომხდარ ავარიას 6 რუსი ოფიცერი ემსხვერპლა
ოკუპირებულ სამხრეთ ოსეთში მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად, 6 რუსი ოფიცერი დაიღუპა. ამის შესახებ „ინტერფაქსი“ იუწყება. ინციდენტი ცხინვალი-ახალგორის გზაზე მოხდა. სამხედრო ავტობუსი, რომელსაც რუსი სამხედროები გადაყავდა, ხევში გადაიჩეხა. ავარიის შედეგად 6 ოფიცერი დაიღუპა, 16-მა კი, სხვადასხვა ტიპის დაზიანებები მიიღო. ავარიის გამომწვევი მიზეზი მუხრუჭების გაუმართაობა გახდა. რუსეთის თავდაცვის სამინისტროს განკარგულებით, ცხინვალში დღეს სამხედრო ექიმები ჩავლენ და დაზარალებულების რუსეთში ევაკუაცია მოხდება.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)