|
2015-01-08 15:12:38, 3467 ნახვა
პოლიტიკა
ეკატერინე სირაძე-დელონე: პარიზში ვითარება მძიმეა და ღიადაა საუბარი, რომ საფრანგეთი ომში შევიდა
საფრანგეთში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის ეკატერინე სირაძე-დელონეს განცხადებით, Charlie Hebdo-ს რედაქციაზე განხორციელებული ტერორისტული აქტის გამო, პარიზში მძიმე ვითარებაა. როგორც ელჩმა "კურიერთან" საუბრისას განაცხადა, ვითარება განსაკუთრებით მძიმეა იმ ფონზე, როცა ათეულობით წელია, პარიზში ამგვარი მასშტაბის ტერაქტი, რომელსაც 12 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, არ განხორციელებულა. "ვითარება საკმაოდ მძიმეა იმდენად, რამდენადაც ძალიან დიდი ხანია, პარიზში ტერაქტი არ მომხდარა. ასეთი ტიპის და ასეთი მასშტაბის ტერაქტი, როდესაც ამდენი ადამიანია გარდაცვლილი, უკვე ათეულობით წელია, რაც არ განხორციელებულა პარიზში. ამას ემატება ისიც, რომ, პრინციპში, გუშინ რესპუბლიკის პრეზიდენტმა თქვა, რომ მათ მოუწიათ და მოახერხეს რამოდენიმე ტერაქტის თავიდან აცილება, მაგრამ სამწუხაროდ, საბოლოო ჯამში, ვნახეთ, რომ ვერ მოახერხეს ამ საშინელი ტერაქტის, რომელიც გუშინ განხორციელდა, თავიდან აცილება. ძალიან დაძაბულია სიტუაცია და აქამდე არ ისმოდა, მაგრამ უკვე ღიადაა საუბარი იმაზე, რომ საფრანგეთი ომში შევიდა",-განაცხადა ეკატერინე სირაძე-დელონემ. მისივე თქმით, ჯერჯერობით კონკრეტულად საუბარი არაა იმაზე, თუ რა პასუხი უნდა გასცეს საფრანგეთის ხელისუფლებამ ტერორისტებს, რადგან გამოძიება დამნაშავის გამოსავლენად მუშაობს და პოლიტიკოსები ზედმეტი განცხადებების გაკეთებისგან თავს იკავებენ. "ბუნებრივია, მოწოდებებია, რომ ყველა გაერთიანდეს ამ საშინელი აქტის წინააღმდეგ, მაგრამ, ასევე არის მოწოდებები, რომ არ მოხდეს ყველა მუსლიმის წინააღმდეგ გარადიკალიზება საფრანგეთის მოსახლეობის განწყობებისა იმიტომ, რომ ამის საშიშროება, ბუნებრივია, არის.მომავალში გახდება ცნობილი უფრო კონკრეტული გზები. ამწუთებში გამოძიება მუშაობს და ყველა სცდილობს, ზედმეტი განცხადებებისგან თავი შეიკავოს",-აღნიშნა საქართველოს ელჩმა საფრანგეთში ეკატერინე სირაძე-დელონემ. შეგახსენებთ, პარიზში ჟურნალ „Charlie Hebdo“-ს რედაქციაზე თავდასხმას 12 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, ხოლო 10 დაშავებულია. ადგილობრივი პოლიციის ინფორმაციით, 4 მათგანის მდგომარეობა კრიტიკულია. არსებული ინფორმაციით, რედაქციას თავს ორი ნიღბიანი ადამიანი ავტომატებით დაესხა და იქ მომუშავე პერსონალს ცეცხლი გაუხსნა. ცნობილია, რომ ჟურნალ „Charlie Hebdo“-მ ინციდენტამდე ერთი საათით ადრე ტვიტერის ოფიციალურ გვერდზე "ისლამური სახელმწიფოს" ლიდერის აბუ ბაკრ ალ-ბაღდადის კარიკატურა გამოაქვეყნა.
რუბიომ ვაშინგტონსა და კიევს შორის აქტიური მოლაპარაკებების არარსებობის შესახებ განაცხადა
მეფე ჩარლზ III - მე და ჩემი მეუღლე გულთბილად ვულოცავთ ქართველ ხალხს საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს
აშშ-ის სამხედროებმა სამხრეთ ირანში დარტყმები განახორციელეს
მარკო რუბიო - ჩვენ ვდგავართ ქართველი ხალხის გვერდით მდგრადი უსაფრთხოების, თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისკენ მათ სწრაფვაში
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)