|
2016-05-03 18:53:52, 1049 ნახვა
სხვადასხვა
მესის პატარა თაყვანისმცემელი მურთაზა მუქარის მსხვერპლი გახდა
არგენტინელი ფეხბურთელის ლიონელ მესის 5 წლის თაყვანისმცემელი, ავღანელი ბიჭუნას მურთაზა აჰმადის ოჯახი იძულებული გახდა, ავღანეთი დაეტოვებინა და საცხოვრებლად პაკისტანში გადასულიყო, - ამის შესახებ BBC ბიჭუნას მამაზე დაყრდნობით იუწყება. როგორც ბიჭუნას მამამ BBC-სთან საუბრისას განაცხადა, მას შემდეგ, რაც მისი შვილი ცნობილი გახდა, ოჯახმა მუქარის შემცველი არაერთი შეტყობინება მიიღო. მამაკაცის თქმით, მათ ღაზნის პროვინციაში სახლი დატოვეს, რადგან იქ დარჩენა ოჯახისთვის საფრთხის შემცველი იყო. შეგახსენებთ, რომ მურთაზა აჰმადი პოპულარული მას შემდეგ გახდა, რაც ინტერნეტში ფოტოები გავრცელდა, სადაც მას პოლიეთილენის პარკისგან გაკეთებული მესის მაისური აცვია. ინტერნეტში ფოტოს გავრცელების შემდეგ არგენტინელმა ფეხბურთელმა, მესიმ თავის პატარა თაყვანისმცემელს საკუთარი ხელმოწერით ორი მაისური და ბურთი გაუგზავნა. “რამდენიმე დღის წინ ადგილობრივმა განგსტერმა დამირეკა. ის ფიქრობს, რომ რადგან ჩემმა შვილმა მესისგან მაისურები მიიღო, მას ფულიც გამოუგზავნეს. ის ფულის გამოძალვას ცდილობდა”, - განაცხადა არიფ აჰმადიმ BBC-სთან საუბრისას. მურთაზას ოჯახის შვიდი წევრი პაკისტანის ქალაქ კვეტაში გადასახლდა. მათ ერთ ოთახში უწევთ ცხოვრება.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)