|
2015-02-21 12:21:05, 808 ნახვა
სამართალი
ლევან იზორიამ შსს-ს აკადემიაში თანამშრომელთა გადამზადების ტრენინგი გახსნა
შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე ლევან იზორიამ და საქართველოში ევროპის საბჭოს ოფისის ხელმძღვანელის მოადგილე ალესანდრო სავარისმა შსს-ს აკადემიაში დროებითი მოთავსების იზოლატორების თანამშრომელთა გადამზადების ტრენინგი გახსნეს. გახსნის ცერემონიას შსს-ს აკადემიის რექტორი ნუკრი გელაშვილი, შსს-ს ადამიანის უფლებათა დაცვისა და მონიტორინგის მთავარი სამმართველოს უფროსი ალექსანდრე ბაძაღუა და ევროპის საბჭოს პროექტის უფროსი ოფიცერი გივი მიქანაძე დაესწრნენ. შსს-ს ინფორმაციით, ორთვიანი ტრენინგი ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს და ევროპის წამების პრევენციის კომიტეტის (CPT) სტანდარტებს ეხება, რომელთა ფარგლებში გადამზადებას, მთელი საქართველოს მასშტაბით, დროებითი მოთავსების იზოლატორების 230 თანამშრომელი გაივლის. როგორც უწყბაში აცხადებენ, ექვსეტაპიანი სწავლების მიზანია დროებითი მოთავსების იზოლატორების თანამშრომელთა ცნობიერების ამაღლება დაკავებულთა უფლებების კუთხით. სწავლების მონაწილეები კვალიფიკაციას აიმაღლებენ ადამიანის ფუნდამენტური უფლებების დაცვის საკითხებში ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტული სამართლის შესაბამისად, ასევე მიიღებენ ინფორმაციას წამების და არაადამიანური ან ღირსების შემლახველი მოპყრობისა თუ დასჯის პრევენციის ევროპული კომიტეტის სტანდარტების შესახებ. სასწავლო პროგრამა ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს საქმეებს და ფუნდამენტურ უფლებებს მოიცავს, რომლებიც სხვადასხვა საერთაშორისო კონვენციაშია გაწერილი. ტრენინგი ევროკავშირისა და ევროპის საბჭოს ერთობლივი პროგრამის - „ადამიანის უფლებები ციხეებსა და დახურული ტიპის სხვა დაწესებულებებში“ ფარგლებში ტარდება, რომლის განხორციელება 2013 წელს დაიწყო. აღსანიშნავია, რომ დროებითი მოთავსების იზოლატორების თანამშრომელთათვის აღნიშნული პროგრამის ფარგლებში ეს უკვე მეორე აქტივობაა. 2014 წელს მათ წარმატებით გაიარეს ფართომასშტაბიანი ტრენინგი „დროებითი მოთავსების იზოლატორებში ჯანსაღი გარემოს შექმნისა და დაავადებათა პრევენციის შესახებ“ და თავისუფლებააღკვეთილ პირთა უფლებების დაცვის უზრუნველყოფისა და სამედიცინო დახმარების ხელმისაწვდომობის გაუმჯობესების საკითხებში კვალიფიკაცია აიმაღლეს.
ნატო რუსეთის საზღვრებთან 60 000 ჯარისკაცამდე გააძლიერებს თავის ყოფნას
ოპოზიციურმა ალიანსმა პატიმრების ოჯახებისთვის თანხების შეგროვების კამპანიის დაწყების შესახებ განაცხადა.
გვარამიამ საქართველოში ახალი საპროტესტო აქციები და „ახალი რეალური არჩევნები“ დააანონსა
ზელენსკი: უკრაინა მზადაა საქართველოსთან ორმხრივად სასარგებლო ურთიერთობებისთვის
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)