|
2016-04-22 15:18:57, 1087 ნახვა
სხვადასხვა
Facebook-მა კომპანია MSQRD-ს პრეზიდენტ ობამას სახის გამოყენება აუკრძალა
MSQRD-ის შემქმნელების თქმით, Facebook-მა კომპანიას აშშ-ის პრეზიდენტის ბარაკ ობამას სახის გამოყენება პოლიტკორექტულობის გამო აუკრძალა. როგორც MSQRD-ში აღნიშნავენ, მას შემდეგ რაც Facebook-მა კომპანია შეისყიდა, ბევრი შეზღუდვა დაწესდა. "გვეუბნებიან, რომ უნდა ვიყოთ პოლიტკორექტულები. მაგალითად, გვირჩიეს, რომ ინდიელის სახე წაგვეშალა პროგრამიდან. ბელორუსში, ამას რასისტული მიდგომა არ ჰქვია, თუმცა ამერიკაში როგორც ჩანს აღნიშნულ საკითხებს ძალიან მკაცრად ეკიდებიან", - განაცხადა MSQRD-ის ერთ-ერთმა შემქმნელმა ევგენი ნევგენმა. მისივე თქმით, Facebook-მა კომპანიას Snoop Dogg-ის სახის წაშლის რეკომენდაციაც გაუწია. ცნობისთვის, Facebook-მა კომპანია MSQRD ცოტა ხნის წინ შეიძინა. აღნიშნული აპლიკაცია, იმით არის ცნობილი, რომ მომხმარებელს სხვადასხვა გამოსახულებებს სთავაზობს ნიღბების სახით. შერჩეული ნიღბის კი ფოტო და ვიდეო მასალის გადაღება არის შესაძლებელი.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)